შეგახსენებთ, რომ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი შეიკრიბა ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენად, ხოლო ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონში ქვეითდებოდა. საქართველოს ნაკრებმა 13-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩში მონტენეგროსთან 81:83 წააგო და ტურნირს ან მე-15 ადგილზე დაასრულებს ან - მე-16-ეზე.
არადა, საქართველოს ნაკრებს მოსაგები ჰქონდა. ჩვენმა გუნდმა მონტენეგროელებს თამაში
ბოლო წუთზე მონტენეგრო ორჯერ დაწინაურდა 2 ქულით და ჩვენებმა ორჯერვე გაუთანაბრეს. ბოლო გათანაბრებისას საფინალო სირენამდე 23 წამი რჩებოდა. მონტენეგროელებმა ბურთი გაათამაშეს და დარულებამდე 5 წამით ადრე შეუტიეს, მაგრამ არაზუსტად, თუმცა აქ მოხდა საკვანძო მომენტი – ბურთი ბალკანელებმა ფიოდრ ჟუგიჩმა მოხსნა და მყისვე შედეგიანად დაამატა – 83:81. ქართველებს 2.8 წამი დარჩათ, თუმცა ზურა ვაშაკიძის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა, ბურთი ალექსანდრე მერკვილაძემ მოხსნა, დაამატა, მაგრამ არაზუსტად და შეხვედრაც დასრულდა.
ხვალ, 18 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარებს ბოლოსწინა ადგილისთვის. მე-15 ადგილისთვის საქართველოს ჰოლანდია დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
U16. ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ ისევ წააგო და ახლა A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებს
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით