
20-წლამდელთა ევროპირველობაზე B დივიზიონში, დღეს, 13 ივლისს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სომეხ თანატოლებს შეხვდება.
B დივიზიონიდან 3 საუკეთესო გუნდი A დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის და პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 85:73 სძლია.
დღეს კი საქართველოს ნაკრები სომხეთის გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც შვედეთთან 26:149 (!) განადგურდა.
მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დარჩენილ შეხვედრებს, ჩვენი გუნდი 14 ივლისს შვედეთს, 16 ივლისს კოსოვოს, ხოლო 17 ივლისს ესტონეთს შეხვდება.