U20. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს 34 ქულით სძლია - ასეთმა კარგმა გუნდმა პირველ ეშელონში უნდა ითამაშოს!

AutoSharing Option
16 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში კოსოვოს ნაკრები ანგარიშით 86:52 გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

თავიდანვე ნათელი შეიქნა ქართველების უფრო მაღალი კლასი და 10 ქულით წინ გაიჭრნენ, თუმცა მეორე მეოთხედში ერთი პირობა მეტოქემ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ეგ იყო და ეგ, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა დაიბრუნა და პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ 34-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), მეორეში სომხეთი (98:46), ხოლო მესამეში
შვედეთი (73:64) დაამარცხა.

მოკლედ, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სტარტზე ყველას დამაჯერებლად სძლია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მეორე ეშელონია, სადაც საქართველოს არც ერთ ნაკრებს ყოფნა არ ეკადრება. იმედია, ჩვენი გუნდი A დივიზიონში გადავა და იქაც წარმოაჩენს თავს.

17 ივლისს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჭირდა საქართველოს ნაკრებს კოკოშკოვის ამოსათრევი უძლიერესი გუნდი იყო ეგ კიარა შედეგით ვარ უკმაყოფილო მსოფლიოზე რო ვერ ათამაშა უკრაინის ჩვენზე სუსტი ნაკრების დარად.დდ ეხლა მოიყვანე ნაკრებში და რა ჩიტიცაა კარგად გამოჩნდება.ფრატელო ყავდათ უკრაინელებს და ამიტომაც ითამაშა მსოფლიოზე.
zaza
17 ივლისი 2019 11:45
1
გლიგორიევიჩმა,ნაკრებს პირველ რიგში კარგი დაცვის თამაში ასწავლა,ძირითადად ამის ხარჯზე ვიგებთ თამაშებს.შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში გვმართებს,ძალიან ბევრს ვკარგავთ ბურთს.ამ ჩატარებულ თამაშებშიც გამოჩნდა,რომ როგორც კი დაცვაში დისციპლინა მოიშლება,მაშინვე დიდი პრობლემები გვიჩნდება.სუსტმა ალბანეთმაც კი,ორჯერ შეგვიმცირა ანგარიში და ოდნავმაღალი კლსიც რომ ჰქონოდათ,მეორე პერიოდის დასაწყისში,წინაც გავიდოდნენ.ესტონეთი,დარწმუნებული ვარ ძალიან დისციპლინირებული,კარგად განსწავლული გუნდი იქნება,შორიდან დაყენებული სროლებით.ბალტიისპირელები ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი სათამაშო კულტურით.ასე რომ მხოლოდ უმკაცრესი სათამაშო დისციპლინა დაცვაში,დაკარგვების მინიმუმამდე შემცირება შეტევაში მოგვცემს საშუალებას გავიმარჯვოთ.წარმატებები ბიჭებს.იმედია ის ტრავმირებული ბიჭი,(რომელი იყო,ვერ გავარჩიე)შესძლებს სრულფასოვნად თამაშს.
სოსო
17 ივლისი 2019 10:54
0
კარგი და ვაჟკაცი ბიჭები.

მაგრამ ამათი წარმატებაც ვერ გადაფარავს ჩვენი ფეხბურთელების საცოდავობას და უნიათობას
lasha
17 ივლისი 2019 09:12
2
ისე როგორ მოხდა, რომ ორივე შემთხვევაში B დივიზიონიდან სერბმა ამოგვათრია. ერთხელ კოკოშკოვმა ეხლა ამან
Bidzia.
17 ივლისი 2019 02:14
2
ისე, სადაც ნამუსია, უნდა გვახსოვდეს, რომ კოსოვო ისეთივე ქვეყანაა, როგორც აფხაზეთი, და ამერიკა იგივე ნაგავია, რაც რუსეთი. ჩვენს ბიჭებს წარმატება!
გაგა
17 ივლისი 2019 01:44
10
იმ ტოტს რატო ჭრი სადაც ვზივართ მეც და შენც. დაანებე თავი ამ პოლიტიკას და დავტკბეთ ბიჭების წარმატებით ხომ შეიძლება :)
gavasha
17 ივლისი 2019 09:27
2
ყველაფერი დაგეგმილი სქემით მიდის , რაც ძალიან კარგია როგორც ბიჭებისთვის , ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის , რადგან თვითრწმენაშ შემატებს ნაკრებს , უფრო თვდაჯერებული და აგრესიული უნდა გახდეს გუნდი . დაცვა რომ მაგრად მუშაობს არც მიკვის , მინახავს მილოშას დაცვით კომპონენტზე ჯარიმის ზღარზე პრესინგი და აგრესილი დაცვა ვარჯიშებზე . ყველაზე მეტად კი ის მომწონს რომ , დაცვასთან ერთად ეთფეროვნათ არ ვუტევთ და სანახაობივად ვთამაშობთ . წარმატებები მეოთხედფინალში , თუმცა მანამდე ესტონეთიც უნდა დავაყოლოთ დესერტად .
ATP 16
16 ივლისი 2019 21:15
3

სიახლეები პოპულარული