საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში მეტოქე საბოლოოდ გატეხა. გააზრებულად და რაც მთავარია, ზუსტად მოთამაშე ქართველებმა მეორე პერიოდი 26:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებულები
საქართველოს ნაკრების უპირატესობა იმდენად სოლიდური გახლდათ, მიზერული შანსი იყო იმისა, რომ კვიპროსელებს მეორე ნახევარში რამე შეეცვალათ და წარმატებისთვის მიეღწიათ. დიდი მონდომების მიუხედავად, კუნძულელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მესამე პერიოდი 2 ქულით მოიგეს. ბოლო პერიოდში ქართველებმა დაიბრუნეს მატჩის სადავეები და მატჩის ბოლომდე ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდეს.
მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, რომელმაც 17 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 6 ჩაჭრა და 7 მოხსნაც მიითვალა. 10 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს, ხოლო სანდრო კასაბურმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებს 1 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და ჯგუფში კიდევ 2 მატჩი დარჩა გასამართი – 12 აგვისტოს ჯგუფის ლიდერ ჩეხეთთან და 13 აგვისტოს პორტუგალიასთან. ხვალ, 11 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით