მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა. საუკეთესო დამატებით ხუთწუთეულშიც ვერ გამოვლინდა. მეორე ოვერტაიმში საქართველო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ხუთწუთეულის დასრულებამდე 7.5 წამით ადრე ქართველები 86:85 იგებდნენ და გიორგი სულაბერიძე საჯარიმოს ხაზთან იდგა. მან ორივე სროლა ააცილა, ბურთი სლოვაკებმა მოხსნეს, მთელი მოედანი გადასერეს და დასრულებამდე 0.5 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდეს – 87:86.
დასანანად წაგებულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო,
ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-20 ადგილზე დაასრულა. საუკეთესო სამეულში შევიდნენ და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებენ ფინალური მატჩის მომგები პოლონეთი და წაგებული ჰოლანდია. ასევე - დანია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი მონტენეგრო 85:54 გაანადგურა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ან ის არ გადარდებთ, რომ ამ პატარა ბიჭებისგან უთავმოყვარო პიროვნებებს აყალიბებთ? მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც სულ გკიდიათ, ისევე, როგორც ქვეყნის პრესტიჟი და ავტორიტეტი!