U16. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა სლოვაკეთთან 2 ოვერტაიმში წაგებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა. მე-19 ადგილისთვის მატჩში ქართველები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ, რომელთან დაძაბული შეხვედრა მეორე ოვერტაიმში – 86:87 წააგეს.

მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა. საუკეთესო დამატებით ხუთწუთეულშიც ვერ გამოვლინდა. მეორე ოვერტაიმში საქართველო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ხუთწუთეულის დასრულებამდე 7.5 წამით ადრე ქართველები 86:85 იგებდნენ და გიორგი სულაბერიძე საჯარიმოს ხაზთან იდგა. მან ორივე სროლა ააცილა, ბურთი სლოვაკებმა მოხსნეს, მთელი მოედანი გადასერეს და დასრულებამდე 0.5 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდეს – 87:86.

დასანანად წაგებულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო,
რომელმაც 25 ქულა, 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ლიკლიკაძემ მოედანი ნაადრევად, 5 პერსონალურის გამო დატოვა. 24 ქულა და 5 ჩაჭრა დააგროვა ლუკა ავალიანმა, ხოლო სანდრო კასაბურის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-20 ადგილზე დაასრულა. საუკეთესო სამეულში შევიდნენ და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებენ ფინალური მატჩის მომგები პოლონეთი და წაგებული ჰოლანდია. ასევე - დანია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი მონტენეგრო 85:54 გაანადგურა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღირსეული წინააღმდეგობა გაუწევიათ სლოვაკეთის უძლიერესი გუნდისთვის, ყოჩაღ! :D
Goga
20 აგვისტო 2019 12:19
0
რა ხალხიც ტრიალებს კალათბურთში ზუსტად ისეთი შედეგები გვაქვს . უკვე მერამდენედ უნდა დავწერო , სათვალავი ამერია . არ არსებობენ ცუდი ბავშვები , არსებობენ არაკომპეტენტური , მიკერძოვებული , უპასუხისმგებლო მწვრთნელები და ადამიანები , ვინც კალათბურთშია დასაქმებული . ამ გუნდს რამდენიმე ლიდერი გამოაცალეს და ვწერდი ტურნირის დაწყებამდე , რომ ეს ყველაფერი ზუსტად ამ შედეგამდე მივიდოდა . უბრალოდ , მე ეს ბიჭები მეცოდება , ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს დაუმსახურებლად .
ATP 16
19 აგვისტო 2019 17:19
0
fexburttan ertad kal
atburtsac shegvajavreben eseni yurebac ki agar minda am iudebis gamooo
soso
19 აგვისტო 2019 06:32
0
ორი სროლის აცილებასაც თავისი კლასი უნდა
Burdzika
19 აგვისტო 2019 01:35
0
გამობრძანდეს გურასპაული და გააკეთოს კომენტარი ასაკობრივი ნაკრებების შედეგებზე, პასუხისმგებლობა აიღოს და ცვლილებებს შეგვპირდეს უკეთესობისაკენ.
dato
19 აგვისტო 2019 00:20
1
სულ გაბანძდნენ, ესეიგი ცუდი ტაობები მოდის და ნაკრების პერსპექტივის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ყველაფერი აქვთ კალათბურთელებს.კარგი ბავშვთა ლიგები, კემპები პლუს ფაჩულიას აკადემია, ტურნირები...
ddgfdf
18 აგვისტო 2019 22:22
1
ამასაც მოვესწარით - მე-20 ადგილი B დივიზიონში! დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთს ფედერაციას! ისე, ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, თქვე არაფრის მაქნისებო, რომ ხელფასს ჩვენგან, გადასახადების გადამხდელებისგან ღებულობთ (და ნაკრები გუნდების ტურნირებსა და შეკრებებსაც ჩვენი ფულით აფინანსებთ)?!

ან ის არ გადარდებთ, რომ ამ პატარა ბიჭებისგან უთავმოყვარო პიროვნებებს აყალიბებთ? მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც სულ გკიდიათ, ისევე, როგორც ქვეყნის პრესტიჟი და ავტორიტეტი!
გულშემატკივარი
18 აგვისტო 2019 20:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული