ქართველმა გოგონებმა სომხეთთან მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამზე დათმეს

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია სომხეთთან. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოს იყო თბილისში მიმდინარე ფიბას ევროჩელენჯში პირველი მატჩის მოგებასთან, თუმცა გამოცდილების უქონლობამ ბოლო წუთებზე თითქმის მოგებული შეხვედრა წააგებინა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სომხებმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 60:58.

შეხვედრის დასრულებამდე 105 წამი რჩებოდა, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ელისაბედ ხიმშიაშვილმა ორქულიანი მეტოქის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, ჩვენიანები 58:52 დააწინაურა და სამწუხაროდ, საჯარიმო ააცილა. დარჩენილ დროში ქართველმა გოგონებმა შეცდომები
დაუშვეს, ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს, სომხებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში გაათანაბრეს და ქართველების ორფაზიანი შეტევაც მოიგერიეს. ჩვენს მეზობლებს შესატევად 6 წამი დარჩათ, რას წუთშესვენების შემდეგ საზრიანად გამოიყენეს და ანი მკრტჩიანმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში 10 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლიკა კვირკველია. ნატალი ჩუტკერაშვილმა 20 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ანა ნამგალაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მესამე ტურის მეორე მატჩში ტურნირის ფავორიტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 72:46 გაანადგურა ალბანეთის ნაკრები. 12 აგვისტოს ჩელენჯერზე დასვენებაა, ბოლოსწინა ტურში კი, 13 აგვისტოს, მალტა ალბანეთს შეხვდება, ჩრდილოეთი მაკედონია – სომხეთს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასაკობრივ გუნდებს პატრონი არ ჰყავს? დარჩა ვინმე, ვისთანაც არ წავაგეთ?
კოტე ბრეგვაძე
01:32 12-08-2021
0
სომეხი სხვის კალათში არაფერს ჩააგდებსო და ანდე!ისეთი გაჭირვებულები გვნახეს,რომ ჩაგვიგდეს.გასული საუკუნის 70-იან წლებში,თბილისის დინამოს თამაში ჰქონდა ვილნიუსში,სტატიბას წინააღმდეგ და ბოლო წუთების რადიორეპორტაჟის მოსასმენად დავჯექი.ჩაირთონ რეპორტაჟი და ნიგზარ ჯუღელმა გვახარა,მეგობრებო,დღეს დინამომ გაიმარჯვა.მართალია ძირითადი დროის ამოწურვამდე 35 წამია დარჩენილი,მაგრამ 7 ქულას ვიგებთ და ბურთიც ჩვენია..მაშინ სამქულიანი ტყორცნები არ არსებობდა და ისიც დარწმუნებული იყო გამარჯვებაში,მაგრამ დინამომ მოახერხა ამ თამაშის წაგება.ბურთს შემოტანისასვე ჰკარგავდნენ ეტყობა და ეს მაშინ ჩვენთვის სიახლე იყო.ცხონებული ნუგზარ ჯუღელის ხმა,ასეთი ნირწამხდარი,მეორედ მხოლოდ ერევანში, რეზო ჩელებაძემ ცარიელ კარს რომ ბურთი ააცდინა და ბატონი ნუგზარი წინდაწინ ყვიროდა არის! არისო!აი მხოლოდ მაშინ მაქვს მოსმენილი.დინამო იმწელს საპრიზო ადგილისთვის იბრძოდა და მგონი აიღო კიდეც,მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვემარჯვებოდა მოგებული ბრძოლის წაგება.ასე მოხდა ოლიმპიადაზეც და არც გოგონებმა უღალატეს ქართულ სენს.
სოსო
17:02 12-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული