საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 16 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერზე საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა კვიპროსის ნაკრები 10 ქულის სხვაობით – 86:76 დაამარცხა და მოგება-წაგებები გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები გუშინ, სადებიუტო მატჩში, სლოვაკეთთან 76:77 დამარცხდა და დღევანდელი გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

კვიპროსმა პირველ ტურში ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთთან დიდი სხვაობით წააგო და ცხადი გახდა, რომ ეს გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის ვერ იბრძოლებდა. გეტყვით, რომ 4-გუნდიანი ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გადის და საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის
კარგი შანსი აქვს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.

რაც შეეხება კვიპროსთან მატჩს, საქართველოს ნაკრებს თენგო გოგიშვილმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა ლუკა ალავიძის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთთან 18 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული