საქართველოს U16 ნაკრებმა და "ვინგსმა" ევროპის ლიგაზე კიდევ 2-2 მატჩი მოიგეს

AutoSharing Option
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე წაუგებელ სვლას აგრძელებს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა საწყისი 2 გამარჯვების შემდეგ 29 იანვარს მორიგი მატჩები გამართა და ორივე მოიგო.

დღის პირველ შეხვედრაში ქართველებმა “სკ რიგა” დაძაბულ ბრძოლაში – 72:66 დაამარცხეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ავთანდილ ბახტაძე, რომელმაც 23 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულითა და 10 მოხსნით გოგიტა ბუკია გამოირჩა.

მეორე მატჩში 16-წლამდელთა ნაკრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. მეტოქე ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი გახლდათ, რომელსაც
ქართველებმა 81:62 მოუგეს. ამჯერად საუკეთესო შედეგი გუკა ცხადაძემ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. 10 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრე დაუშვილმა მითვალა, ხოლო ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 დაფარება დაგროვდა.

მეორე წრის ეგიდით გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგო საკალათბურთო კლუბმა “ვინგსმაც”, რომელმაც 29 იანვარს გამართულ მატჩებში ჯერ ბერტანსის აკადემიის გუნდს 67:40 სძლია, შემდეგ კი ნაკრებისგან ძლეული “სკ რიგაც” დაამარცხა – 76:52.

მეორე წრე დღეს დასრულდება. საქართველოს U16 ნაკრები ბოლო შეხვედრას ლატვიუტ “რიძენესთან” გამართავს, ხოლო “ვინგსი” ტარტუს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკან ხაზელები გაზრდოთ იქნება, მარტო მაღლების არაა კალათბურთი.
რრრ
19:04 30-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული