"საქართველო 2008"-მ ევროპის ლიგის 5-მატჩიანი ტალინური ტური 4 მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
მილოშ გლიგორიევიჩისა და ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა 14-წლამდელებმა ევროპის ლიგაზე რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩიც მოიგეს და ესტონეთის დედაქალაქიდან 4 მოგებითა და 1 მარცხით ბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ ტალინში ევროპის ახალგაზრდული ლიგის დასკვნითი, მე-3 წრე მიმდინარეობდა, რომლის ეგიდით იქ შეკრებილმა ყველა მონაწილემ 5-5 მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც 14-წლამდელთა ქართული კლუბებისგან არის დაკომპლექტებული, 4 შეხვედრა მოიგო, 1 კი დათმო.

მე-3 წრისა და რეგულარულის ბოლო მატჩში “საქართველო 2008” ესტონურ ტტუ-ს შეხვდა და 81:39 (სტატისტიკა) გაანადგურა. ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. სანდრო ლოლაძემ 14
ქულა მიითვალა, ლუკა ბებიამ – 12, დემეტრე ალიმბარაშვილმა – 11, ხოლო ლუკა ლოლაძემ და დიანისი გრიგორიანმა თავი 10-10 ქულას მოუყარეს.

დასკვნითი მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ტალინური ტურის გამარჯვებული გახდა ლატვიური DSN, რომელმაც ხუთივე მატჩი მოიგო. მეორე ადგილი 4 გამარჯვებით “საქართველო 2008”-მ დაიკავა, რისთვისაც შესაბამისი თასი დაიმსახურა. ტალინური ტურის სიმბოლურ ხუთეულში ერთი ქართველი შევიდა – დემეტრე ალიმბარაშვილი მოხვდა, ხოლო გუნდის MVP-ის ტიტული ნიკოლოზი ქურასბედიანს ერგო.

ევროპის ახალგაზრდულ ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში “საქართველო 2008”-ამ ჯამში 15 მატჩი გამართა და 5 მოიგო. სხვა მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, გავა თუ არა ჩვენი გუნდი პლეი ოფში და იბრძოლებს თუ არა საპრიზო ადგილებისთვის.

საქართველო 2008-ის შემადგენლობა:

ანდრია გაბუნია, ნიკოლოზ გიგინეიშვილი, ბაჩო ბლიაძე, საბა ჟღენტი, გიორგი მუშკუდიანი, ნიკოლოზ კორძაძე, ნიკოლოზი ქურასბედიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, დიანისი გრიგორიანი, შიო ნარიმანიძე, ლუკა ბებია (C), დავით ჭუაძე, ლუკა ლოლაძე, სანდრო ლოლაძე

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული