საქართველო 2007-ის თითო მოგებ-წაგება ევროპის ლიგის სუპერფინალში

AutoSharing Option
ქართველი 15-წლამდელებით დაკომპლექტებული გუნდი საქართველო 2007 ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალში ჩაერთო, რომელსაც ფინეთის ქალაქი კაარინა მასპინძლობს. 6 მაისს გამართული ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრიდან ნიკა ცინცაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ერთი მოიგო და ერთშიც დამარცხდა.

ქართველებმა დასანანი მარცხი იწვნიეს პირველ შეხვედრაში ლატვიურ DSN-თან. ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ლატვიელებს უფრო გაუმართლათ და საბოლოოდ შეხვედრა ბალტიისპირელთა გამარჯვებით – 64:59 (სტატისტიკა) დასრულდა. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი გერა ჭეიშვილმა (16 ქულა) და გიორგი ცაგარეიშვილმა (15) უჩვენეს.

მომდევნო შეხვედრაში საქართველო 2007-მა ესტონური “კეილა”
დაძაბულ ბრძოლაში – 62:57 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამჯერადაც საუკეთესო შედეგი ჭეიშვილმა (20 ქულა) და ცაგარეიშვილმა (13) დააფიქსირეს, თუმცა გიორგი ნიკოლაევის 9 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრაც აღსანიშნავია.

ცინცაძე-ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა და დღეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ჩრდილოეთ მაკედონიის “სკოპიე პარტიზანს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. თამაშების ვიდეო-სტრიმის ყურება წარმოდგენილ ბმულზე შეგეძლებათ:https://livekatsomo.fi/eybl/

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილის და მიკერᲫოების ნაკრები.
ასე ვერ გავფრინდებიᲗ მომავლისკენ.
მოქალაქე
14:16 08-05-2022
1

სიახლეები პოპულარული