საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოში სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად ჩამოსულმა თურქეთის 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც “ა” დივიზიონის წევრია, ქართველ თანატოლებთან 2 შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი 27 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომელიც თურქებმა დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულით მოიგეს. მეორე შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა და ქართველების გამარჯვებით – 79:74 დასრულდა.

დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მე-3 პერიოდში 16 ქულით აგებდა, თუმცა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული