ქართველმა 20-წლამდელებმა სტამბოლში ნიდერლანდები 19 ქულით დაამარცხეს

AutoSharing Option
თურქეთში, საერთაშორისო ტურნირის სათამაშოდ მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და 19-ქულიანი გამარჯვებით – 90:71 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში 23 ქულით ბომბარდირი ალექსანდრე გაფრინდაშვილი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ვლადიმერ სარალიძე გახდა – 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება. 8 ქულა ზურაბ ვაშაკიძემ მიითვალა, 7-7 დააგროვეს ვახტანგ გოგბერაშვილმა და გიორგი ჟღენტმა. სამმა კალათბურთელმა – მათე კაპანაძემ, ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ნიკა რატიანმა 5-5 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ
საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართი 20-წლამდელთა B დივიზიონისთვის ემზადება, რომელშიც 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” და ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ამ ტურნირის ტელერეპორტაჟები იქნება.
რრრ
11:31 10-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული