თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მესამე ტურში კოსოვო 92:59 დაამარცხა.
21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო, ხოლო ნიკა გაფრინდაშვილმა 17 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხვალ უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ხუთგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის. შვედეთმა პირველი ადგილი უკვე გაინაღდა.