საქართვეკოს 16-წლამდელთა ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებლად დაიწყო 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო კონტინენტის პირველობის რანგით მე-2, B დივიზიონმა, რომელშიც საქართველოს ნაკრები დანარჩენ 21 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს და მიზნად სამეულში მოხვედრა აქვს. ეს ამოცანა ძნელი შესასრულებელი იქნება, რადგან ქართველებმა ტურნირის პირველივე მატჩი, რომელიც გახსნითი იყო, დათმო. ჩვენი მეტოქე გახლდათ ბელგიის ნაკრები, რომელმაც ფიზიკური გამძლეობისა და დისციპლინირებული თამაშის ხარჯზე – 85:75 იმარჯვა.

ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა ბოლო წუთებზე წააგო. პირველი, მეორე და მესამე პერიოდი თანაბარი იყო. ლიდერი ხშირად იცვლებოდა, ვერც
ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. მხოლოდ ბოლო პერიოდის მეორე ნახევარში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, ბელგიელები დაწინაურდნენ და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, რომ ვითარება არ დაძაბულა.

საქართველოს ნაკრებში 3 კალათბურთელი იყო გამორჩეული: ავთანდილ ბახტაძე (20 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება), ნიკოლოზ აბულაძე (22 ქულა, 6 პასი) და გოგიტა ბუკია (20 ქულა, 7 მოხსნა).

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 12 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ, 21:30 საათზე გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედერაციის ჩინოსნებო, თქვენ ხომ არ გძმარავთ. აბსოლუტურად ყველა საკალათბურთო ნაკრებმა ჩააგდო ჩემპიონატი და დარჩა ბ დივიზიონში, თანაც უშანსოდ. არც მუშაობთ და არც ანალიზს აკეთებთ?! მამიკოს გოგო-ბიჭების ფულები და რესტორნები გაგიტკბათ?! ცოტა თავი და ხელი გაანძრიეთ, ნამუსი იქონიეთ და გახსოვდეთ საქართველოს სახელით გამოსვლა ეზოში თამაში არ არის!!! და კიდევ, იქნებ ამ ნაკრებებში კვალიფიციური ფსიქოლოგები მიიწვიოთ, თორემ ყველა გადამწყვეტი თამაში წააგეს და თანაც ბოლო წამებზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ არათუ მოთამაშეებს, ფსიქოლოგი მწვრთნელებსაც ჭირდებათ კვალიფიკაციასთან ერთად.
დათო
18:13 12-08-2022
0
ფედერაცია , თქვენ როგორ გგონიათ , ეხლა ის დროა ისევ ხალხი კაკლიანიდან რომ უყურებდა საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთის საერთაშორისო თამაშებს ? ისე წავაგეთ თამაში სულ მდევრის როლში ვიყავით , ერთხელ გავედით წინ და ისიც სულ რამდენიმე წამით . იქნება დაფიქრდეთ , რომ მარტო მამიკო-დედიკოსა და ნაცნობ-მეგობრების შვილები ვერ ითამაშებენ კალათბურთს , გამთამაშებელი რომ არა ყავს არცერთ ნაკრებს და ეგოიზმით დაავადებული ახალგაზრდები რომ თამაშობენ , იმიტომაც დავრჩით ყველგან ბ დივიზიონში . ხუთი კაცი შემიძლია დავასახელო , ვინც ძალიან გააძლიერებდა ამ ნაკრებს , თუმცა ანგარიში არ ყოფნით და მწვრთნელის რესტორან-რესტორან ქეიფს ვერ სწვდებიან . ბელგიის "უძლიერეს" ნაკრებთან დავმარცხდით !!!
ATP 16
08:06 12-08-2022
1

სიახლეები პოპულარული