საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთს შეხვდა და 65:82 დათმო. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 წაგება მოუგროვდა და A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, რითაც ჯგუფიდან, შესაბამისად, პლეი ოფში გასვლის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს 16-წლამდელთა B დივიზიონი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან 3 საუკეთესო A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიასთან 75:85 წააგო, თუმცა უნგრეთთან კიდევ უფრო გაუჭირდა და რთულ სიტუაციაში
ჩაიყენა თავი. გასულ მატჩში 21 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე დაუშვილი. 17 ქულა ლუკა მუჯირიშვილმა, ხოლო 13 – ნიკოლოზ აბულაძემ მოაგროვა. ავთანდილ ბახტაძემ შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

13 აგვისტოს, თბილისის დროით 19:15 საათზე, საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული