საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ვილნიუსიდან 3 მოგებით ბრუნდება

AutoSharing Option
2007 წელს დაბადებულთაგან შემდგარი ქართული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ტურიდან 3 მოგებითა და 2 მარცხით ბრუნდება. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში დაწყებული ევროპის ლიგა მძლავრად, 3 მოგებით დაიწყო, თუმცა პირველი ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა დათმო და ლიდერის პოზიცია დაკარგა. წინ კიდევ 2 ტური და 10 მატჩია, რომლებიც ზამთარსა და გაზაფხულზე გაიმართება და ჩვენს გუნდს წარმატების შემთხვევაში პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება ექნება.

პირველ დღეს 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ “საქართველო 2007”-მა 30 ოქტომბერს პირველი შეხვედრა მოიგო. ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ “ჰონკას” 65:37
სძლია. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ჭირაქაძე, ხოლო გიორგი ნიკოლაევმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

დღის მეორე შეხვედრაში ქართველები ფინურსავე “ურა ბასკეტთან” დამარცხდნენ, რომელმაც ლიეტუვური ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ აღნიშნული შეხვედრა მოიგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფინელთა გამარჯვებით – 55:50  დასრულდა. ყველა მანამდელ მატჩში გამორჩეულ ნიკოლაევს, რომელმაც ამჯერად 12 ქულა მოაგროვა, გიორგი ცაგარეიშვილი შეეხიდა, რომელმაც 11 ქულა მიითვალა.

პირველი ტურის ბოლო მატჩი დღეს გაიმართა და ქართველები ამჯერად ლიეტუვურ “ტაურაგესთან” დამარცხდნენ – 68:59. ქუთაისელმა გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ჩვენი გუნდის დანარჩენი მოთამაშეებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.

მეორე წრის 5 მატჩი 2023 წლის 12-15 იანვარს, ლატვიურ ვალმეირაში გაიმართება, ხოლო დასკვნით ტურს ესტონური ტარტუ უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატება თუ უნდათ 4 კალათბურთელი საერთოდ არ არიან წასაყვანი და არ არიან ღირსი ნაკრებში,რადგან შედეგი სტატისტიკის მიხედვით ნული.
ამ ოთხი ბავშვის ნაცვლად სხვა ბავშვები რომ წაეყვანათ 100% შედეგი იქნებოდა.
არ გვყავდა ბახტაძე დიდი ძალა არის და სხვები.
ამ ასაკს კარგად ვიცნობ და დიდი კონკურენციაა ძაან...ძნელია არჩევა ,მაგრამ ამ ნაკრებიდან 4 ბავშვის სტატისტიკა ნახეთ და ახალი უნდა ჩანაცვლდეს როტაციის პრინციპით რომ მივიღოთ ოპტიმალური ნაკრები შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის.ამ ასაკიდან ევროპის დონის გუნდი გამოიჭედება ისეთი გასცდება ევროპა.
მოქალაქე
09:16 31-10-2022
0

გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული