16-წლამდელებმა ესტონეთში "ტარტუსთან" წააგეს და "რეინარს" მოუგეს

AutoSharing Option
ესტონეთის ქალაქ ტარტუში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრეში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 11 მარტის თამაშებში მოგება-წაგება გაიყო. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შაბათს გამართული პირველი შეხვედრა დათმო, მეორე კი მოიგო და ამ მომენტისთვის მე-3 წრეში 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ქართველების პირველი მეტოქე მასპინძელი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი გახლდათ. შეხვედრა ტარტუელთა 5-ქულიანი გამარჯვებით – 64:59 დასრულდა. მართალია, ბოლო პერიოდი ქართველებმა 28:14 მოიგეს, თუმცა მანამდე იმდენად უკან იყვნენ, დეფიციტის აღმოსაფხვრელად 14-ქულიანი ჰანდიკაპი არ ეყოთ.

ესტონელების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგი გიორგი
ნიკოლაევმა დააფიქსირა – 13 ქულა და 10 მოხსნა. 11 ქულა მიითვალა გერა ჭეიშვილმა. 7 ქულა ილია სულაძის ანგარიშზეა.

მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესტონურსავე "რეინარ ჰალიკუს" წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 50:38. 12 ქულით ბომბარდირი ნიკოლაევი გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი ილია სულაძემ დააფიქსირა – 9 ქულა, 6 მოხსნა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მე-3 წრისა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კვირას, თბილისის დროით 12:30 საათზე ლატვიურ "აუდიენტასთან" გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება. ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში ჯამში გამართული 14 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 6 აქვს მოგებული.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული