საქართველოს 20 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჩეხეთში ევროპის ლიგის 3 მატჩი გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ევროპის ახალგაზრდულ ლიგის დასკვნით, მე-3 ეტაპში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილ გუნდს ოსტრავაში 4 მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან 3 უკვე ითამაშა და კვირას, ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.

ჩვენი ნაკრები ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

ეკატერინე წივწივაძე, ანა გელაშვილი, ელისაბედ ხიმშიაშვილი, ეთერი შონია, ლიკა კვირკველია, ლიზი აბრამიშვილი, ნატალი ჩუტკერაშვილი, ნიცა სამადაშვილი, ნონა ცომაია, სალომე სვანი, თამარ პაპუაშვილი, თეკლა გუჯაბიძე.

ოსტრავაში გამართული პირველი და მეორე მატჩი ქართველებმა ლატვიურ გუნდებთან, შესაბამისად
– "რიდზენესთან" და "ლიეპაიასთან" დამარცხდა. პირველი შეხვედრაში "რიდზენემ" 57:44 დაამარცხა საქართველო. ჩვენს გუნდში 7 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო შედეგი ნატალი ჩუტკერაშვილმა დააფიქსირა. ლიკა კვირკველიამ 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

"ლიეპაიასთან" მატჩი ჩვენებმა 51:70 დათმეს. საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამორჩეული თამარ პაპუაშვილი გახლდათ, რომელმაც 25 წუთში 20 ქულა მიითვალა. 8 ქულა სალომე სვანმა, ხოლო 6-6 ქულა ლიკა კვირკველიამ და ნიცა სამადაშვილმა მიითვალეს.

მესამე მატჩში საქართველომ შეფილდის უნივერსიტეტის გუნდთან გამარჯვება იზეიმა. ქართველებმა ინგლისური გუნდი 63:52 დაამარცხეს. ჩვენს გუნდში ნატალი ჩუტკერაშვილმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ნონა ცომაიას ანგარიშზე 14 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. ბომბარდირი კი თამარ პაპუაშვილი გახდა, რომელმაც თავი 19 ქულას მოუყარა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-3 ეტაპის ბოლო მატჩს კვირას, ფინურ "ჰელმი ბასკეტთან" გამართავს. მთლიანობაში, ჩვენს ნაკრებს ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 გამარჯვება მოიპოვა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული