გოგონათა ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყო – ანა გელაშვილის ოთხმაგი დუბლი პირველივე ტურში

AutoSharing Option
14 და 16 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატები დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, გოგონათა ასაკობრივ გუნდებში მეტი აქტივობაა, რაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდაში გამოიხატა. 14-წლამდელების ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს, ხოლო 16-ებში – 10. ორივე ტურნირში 3 ჯგუფია შექმნილი და სანამ პლეი-ოფი დაიწყებოდეს, გუნდები 2 წრედ ითამაშებენ.

აღნიშნული ტურნირების შედეგების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე, შესაბამის – ქალთა ლიგის განყოფილებაში შეგეძლებათ. 16-წლამდელთა ტურნირში იწარმოებს სტატისტიკა და ანგარიშების მსვლელობის თვალის დევნება ლაივ-რეჟიმში შეგეძლებათ. პირველივე დღეს გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა 16-წლამდელებში. "დინამომ" "ხაშურს" 61:37 სძლია და ამ
მატჩში ოთხმაგი დუბლი დინამოელმა ანა გელაშვილმა გაიფორმა. 16-წლამდელთა ნაკრების წევრმა 20 ქულა, 35 მოხსნა, 13 ჩაჭრა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

19 მარტს გამართულ დანარჩენ მატჩებში "კასპმა" 44:12 დაამარცხა "ბაღდათი", "ბასტიონმა" 87:23 მოუგო "რუსთავის აკადემიას", ხოლო "ორბმა" 53 ქულით – 79:26 აჯობა "რუსთავს".

20 მარტს დიღმის სპორტულ დარბაზში ქალთა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამ სიმაღლეა ანა გელაშვილი, 35 მოხსნა საერთოდ პირველად წავიკითხე, წარმატებები ანას და გოგონებს. გაიხარეთ.
buxo
15:50 21-03-2023
0
ცალ მხარეს რამე დაფარებული ჰქონდა ფარს?
რობი
11:23 21-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული