საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ლიდერ შვედეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე რიგით მე-3 შეხვედრა შვედეთთან 78:91 დათმო. ამ შედეგით ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი წაერთვა. საქართველოს ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა გასამართი, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის გარანტიას ვერ იძლევა.

ქართველებს აქამდე თითო მოგება-წაგება ჰქონდათ და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს ეთამაშებოდნენ, რომლის მინიმუმ 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ, მეოთხედფინალში რომ გასულიყვნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 21 ქულით დათმო, რითაც
წარმატების შანსი, ფაქტობრივად, ადრიანად გადაეწურა. მართალია, ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება შეძლო, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის დასკვნით პერიოდში სკანდინავიელებმა ისევ გამოიღეს ხელი, ლიდერობა გაიმყარეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა. 19 ქულა და 7 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა, ხოლო 14 ქულა – ბაქარ ბერეკაშვილმა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 12 ივლისს, აუტსაიდერ აზერბაიჯანთან გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტის ხსოვნას პატივი მიაგო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტუღუში მუდმივად ამტკიცებს თავის “მაღალ” სამწვრთნელო კვალიფიკაციას და მასთან ერთად ფედერაციაც… არ დაადგა საშველი ასაკობრივ ნაკრებებს:((( ისე რა არის მაგათგან გასაკვირი?!
ევროპა ჩააგდეს სამარცხვინოდ და ბოდიშიც კი არ მოიხადეს, სამაგიეროდ ხომ იბლატავეს პარკეტზე თუ პარკეტს გარეთ:(
პაატა
12 ივლისი 2023 03:41
0
ამ შედეგს იმ უაზრო სამ თვიანი საზღვარგარეთული შეკრებების გარეშე ვერ დადებდნენ? რაში ყრის ეს გაჭირვებული ქვეყანა ამდენ ფულს!
შოთა
12 ივლისი 2023 10:47
0
ფედერაციას მიმართულე აქვს სულ რომ წავაგოთ პრიორიტეტი არის ასეთი მიდგომა.
ასეთი თამაშით სხვა პერსპექტიულ ბავშვებსაც ექმნებათ პრობლემა ყურადღებას არავინ მიაქცევს.ფედერაცია მარხავს კალათბურთს.
აბდულა
12 ივლისი 2023 06:24
1
პირველ მეოთხედში იყო განსაკუთრებული ანტიკალათბერთი საქართველოს ნაკრების შესრულებით. თუ რაიმე წესის დარღვევა არსებობს, ყველაფერი იყო: ბურთის არაერთ დაკარგვა, რამდენჯერმე გარბენი, განზრახ ჯარიმა, ზონის წესის დარღვევა, გვერდიდან 5 წამში ვერგამოტანა, საკუთარი ფარის პირწმინდად წაგება, სამქულიანების უმეტესობა საერთოდ ფარს არ ხვდებოდა.
დიმა
12 ივლისი 2023 06:03
0
შენთვის(არა მათთვის) გადამწყვეტ შეხვედრაში,პირველ პერიოდს 21 ქულით რომ წააგებ,იქ ნებისმიერი არგუმენტი თუ თავის მართლება, უაზრობაა!უკრაინასთანაც,პირველ პერიოდში,მხოლოდ 11 ქულა აიღეს.თუ მხოლოდ ეს არის ჩვენი კალათბურთი,სჯობს,მასზე ხელი ავიღოთ.ხოლო თუ არ არის(რისი დიდი იმედიც მაქვს),მაშინ მიდგომა უნდა შეიცვალოს ბავშვებს,კალათბურთის თამაში ვასწავლოთ და წესიერი მწვრთნელები მივამაგროთ.
სოსო
12 ივლისი 2023 13:33
1
მყავს 15 წლის ბავშვი 196.5 სმ სიმაღლის დაბარებული იყო 16 წლამდელებში და ერთ ერთმა მწვრთნელმა გვითხრა რომ კარგი ბიჭიაო ნაკრების ბავშვიაო სროლა დრიბლინგი და დაცვა კარგი აქვს...დაიწუნეს ჟილკა არა აქვსო...მაინტერესებს თუ ეს ყველაფერი გამოავლინა ვარჯიშზე ჟილკა რას ქვია.მაინცდა მაინც ჩხუბი უნდა იცოდეს.
გუშინდელი თამაშზე ჟილკა საერთოდ არ იგრძნობოდა საერთოდ და ჩემი 15 წლის რატო არ აიყვანეს.კომენტარებში დაწერეთ თუ ვტყუივარ
არ დაბლოკოთ
12 ივლისი 2023 13:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული