18-წლამდელთა ნაკრების წარუმატებელი სტარტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთთან წააგო, ხოლო დღეს ჯგუფის მეორე მატჩიც დათმო, რომელშიც მეტოქედ უნგრეთის ნაკრები ჰყავდა.

სლოვაკეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა 22 ქულით – 55:77 დათმო, არადა, პირველი ნახევრის შემდეგ 36:34-ს იგებდა. მესამე პერიოდიდან ქართველებს გეგმები აერიათ, სლოვაკეთმა კი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ აბულაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
11 ქულა და 5 მოხსნა ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე დაგროვდა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველები უნგრეთს მთელი თამაშის მანძილზე ებრძოლნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ. შეხვედრა მადიარების გამარჯვებით – 91:80 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 19 ქულით ავთანდილ ბახტაძე გამოირჩა. 18 ქულა გეგა წულაიას ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიანი ჯგუფიდან გასვლის შანსი დარჩენილი აქვს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა. წინ კიდევ 3 მატჩია – 23 ივლისს ალბანეთთან, 25-ში – მონტენეგროსთან და 26-ში – ბოსნიასთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხანდახან მგონია ჯობდა ვერ გავსულიყავით მსოფლიოზე იქნებ ეს უსაქმური ფედერაცია დაშლილიყო, გავიდნენ მსოფლიოზე და ამით პიარს იკეთებენ უბრალოდ და მომავალი თაობები იღუპება.
ეეე
11:48 23-07-2023
0
ის შედეგია რაც დავიმსახურეთ . სანამ საკალათბურთო სკოლებში არ მოიშლება ნეპოტიზმი და მართლა ნიჭიერი ბავშვების განვითარებაზე არ მოხდება სწორება , ბ დივიზიონიც სანატრელი გვექნება . მაგრამ იმ მწვრთნელთა შემადგენლობით ვინც მოღვაწეობს დღეს კალათბურთში , წარმოუდგენელია რაიმე შედეგზე გასვლა . კალათბურთის ფედერაცია ყარს თავიდან ბოლომდე და კაცი არაა ამის დამლაგებელი სამწუხაროდ . დახოცავენ ერთმანეთს იმ დაფინანსების ათვისებაში , რასაც სახელმწიფო აპირებს რომ კალათბურთის განვითარებაში ჩადოს , ესენი საკუთარ უნიჭო ნათესავებისა და ახლობლების განვითარებაზე დაიხარჯება ისევ , მოიკითხეთ ერთი ჟურნალისტებმა რა თანხები იხარჯება ნაკრების წევრების ვითომ ევროპულ კლუბებში სტაჟირებაზე და საერთოდ სად თამაშობენ და ვითომ 100% დაფინანსების უკან , რამდენს იხდიან ოჯახები შუამავალ სააგენტოებთან . 10 000 ევროდან იწყება ეგ ამბავი , გადაიხდი და დაგიწერენ სრულ დაფინანსებას , შენც ჩუ მეც ჩუ , თუმცა ჭ კლასის გუნდებში სკამებს ხეხავენ , ნაკრების ძირითადი ხუთეულის წევრები . ბასკონიას კემპის შერჩენა გურასპაულსა და მის ბანდაზე , ავტომატურად წახალისებად იქცა დანარჩენებისთვისაც . ყველაზე ბნელი და გაურკვეველი ხალხით დქსაქმებული ფედერაციაა რაც შედეგებსაც ეტყობა თავისთავად .
ATP 16
08:48 23-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული