U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს დამაჯერებლად, 97:60 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძემ 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, აქამდე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ალბანეთს (97:71) და ბულგარეთს (88:84) სძლია, რუმინეთთან კი მარცხი (76:86) განიცადა.

ტუღუშის შეგირდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს
და 1/4-ფინალში C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად უნდა ვუყუროთ თამაშებს?
სოსო
12:32 17-07-2024
0
ამ გუნდს მწვრთნელის ხელი ნამდვილად ატყვია. მადლობა ტუღუშს და ბიჭებს.
სულაბერიძე მაგარია ძალიან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული