რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს დამაჯერებლად, 97:60 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძემ 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.
შეგახსენებთ, აქამდე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ალბანეთს (97:71) და ბულგარეთს (88:84) სძლია, რუმინეთთან კი მარცხი (76:86) განიცადა.
ტუღუშის შეგირდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს
და 1/4-ფინალში C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდებიან.
(სურათით თუ მიხვდება კაცი რა სახეობაში გაანადგურეს ესტონელები)