12:56 31-07-2017
ავსტრია-საქართველო 87:77 - ფიზიკაში ჩავიჭერით [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა მთავარი, რაშიც ჩავიჭერით, ფიზიკაა. ამ სიტყვაში ჯოულის კანონს ვგულისხმობთ თუ სხვა რამეს, ქვემოთ წაიკითხავთ.
ილიას ზუროსს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, 2016 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი არ შეიცვლება, ძველ შემადგენლობას დავეყრდნობით და მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი დაემატებაო. ბირთვის შენარჩუნება იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელს ახლიდან არ მოუწევს მთელი გუნდისთვის ახალი სტრატეგიისა და თავისი ფილოსოფიის ახსნა. შესაბამისად, შეთამაშებაც გაცილებით იოლი იქნება.
ავსტრიასთან მატჩის დასაწყისში იყო ეპიზოდები, როდესაც საქართველოს ნაკრებმა კომბინაციური თამაში უჩვენა. თუმცა ევრობასკეტზე მხოლოდ ეპიზოდური გაბრწყინებები არ კმარა, საჭიროა მთელი თამაშის სტაბილურად ჩატარება, თორემ ისრაელში ავსტრიაზე გაცილებით ძლიერი გუნდები შეგვხვდებიან და მათთან ასეთი თამაშით ვერას გავხდებით.
სამი პერიოდის განმავლობაში უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ხშირად კი წაგვიკითხავს, მაგრამ მაინც შეიძლება გაურკვეველი იყოს, რა იგულისხმება "უპირატესობაში". უმთავრესად - ანგარიშში დაწინაურება, რაც ნებისმიერ გუნდს ფსიქოლოგიურ "ფორას" აძლევს. ასეთ დროს უფრო ლაღადაც თამაშობ და ბევრი რამ კარგადაც გამოგდის. სწორედ ასეთი თამაში იყო მიზეზი, მესამე პერიოდში ზედიზედ ორი სამქულინი რომ ჩავაგდეთ და 62:51 დავწინაურდით.
სათანადო ფიზიკურ კონდიციებში მყოფ საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან 11-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება არ უნდა გასჭირვებოდა. გაგახსენებთ, რომ 2006 წელს ავსტრიაში სულაც -19 აღმოფხვრა და 68:63 გაიმარჯვა.
თუმცა შაბათს ჩვენს გუნდს ჩავარდნა სწორედ მაშინ მოუვიდა, როცა თამაშის ბედი წყდებოდა. მეოთხე პერიოდში მასპინძლებმა სამქულიანი სამქულიანს მიაყოლეს, ჩვენ კი ვერც შეტევაში გამოგვივიდა გუნდური თამაში, ვერც დაცვაში. ინდივიდუალურ გარჯას კი შედეგი არ მოუტანია. 87:77 ავსტრიელთა სასარგებლოდ.
რატომ ჩაგვივარდა მეოთხე პერიოდი? რატომ წავაგეთ მატჩი? პასუხი დასაწყისში დავწერეთ: ავსტრიელებს ფიზმომზადებაში ჩამოვრჩით.
ეს მოსალოდნელიც იყო. საქართველოს ნაკრები სლოვენიურ შეკრებაზე 16 ივლისიდან გადავიდა, ჯერ გვარიანად იტვირთება, ამიტომ 40 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის. მწვრთნელების გათვლებით, გუნდი ოპტიმალურ კონდიციებში 31 აგვისტოსთვის (ლიტვასთან მატჩით გავხსნით ევრობასკეტს) უნდა ვიყოთ.
ავსტრია? ჩვენი მეტოქე დიდი ხნით ადრე შეიკრიბა, სადღეისოდ მშვენიერ ფორმაშია, რადგან ოფიციალური მატჩები 2 აგვისტოდან ეწყება. ამ დღეს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს ალბანეთთან მატჩით გახსნის.
ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება ავსტრიელებისთვის გენერალური რეპეტიცია იყო, რომელიც წარმატებით ჩააბარა. ჰოდა, წაგების მიზეზებიც სწორედ გუნდების კონდიციებში უნდა ვეძებოთ.
მატჩის შემდეგ
კოტე ტუღუში:
"მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ ეტაპზეა. ავსტრიასთან მატჩმა დაგვანახვა, ამ ეტაპზე სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს და რაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში. ევრობასკეტამდე დიდი დროა და იმედი მაქვს, რომ გუნდი თამაშსაც გამოასწორებს და მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდება ევროპის ჩემპიონატს".
მანუჩარ მარკოიშვილი:
"ძალიან სასარგებლო თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით. ასეთ დროს კი კარგად ჩანს მინუსები, ხარვეზები და აგვისტოს ბოლომდე მათ გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. მეტი გუნდურობაა საჭირო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. იერიშებისას იყო მომენტები, როცა ინდივიდუალურად ვცდილობდით პრობლემების მოგვარებას. ეს, არა მგონია, წარმატებისთვის სასარგებლო იყოს. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გუნდურად ვითამაშოთ და დაცვიდან ავაწყოთ ჩვენი პირველი შეტევა და, საერთოდ, ყველანაირი თავდასხმა".
ამხანაგური მატჩი
29 ივლისი, ობერვარტი, 700 მაყურებელი
ავსტრია-საქართველო 87:77
20:28, 26:19, 19:20, 22:10
ავსტრია წთ მ პ ჩ დ ქ
შრეინერი 25 4 7 3 0 3
ლამესიჩი 10 0 1 0 0 4
პოლტლი 25 6 0 1 1 22
ოგუნსიპე 21 3 1 1 0 6
რადოში 4 1 0 0 0 2
მაჰალბასიჩი 31 5 7 3 0 19
დანეკი 16 1 1 0 0 3
ლანეგერი 23 2 2 0 0 2
კიეპეში 25 2 2 1 0 11
ოუვიერი 24 7 2 2 0 15
36 23 11 1 87
საქართველო წთ მ პ ჩ დ ქ
დიქსონი 29 4 3 0 0 8
გამყრელიძე 14 1 1 1 0 0
ბოისა 4 0 0 0 0 0
ცინცაძე 30 1 8 2 0 10
შერმადინი 25 5 1 0 0 18
სანაძე 19 2 1 0 0 8
მარკოიშვილი 26 3 2 1 0 5
ბერიშვილი 3 0 0 0 0 0
შენგელია 35 8 3 0 0 22
ბექაური 2 0 0 0 0 0
ბითაძე 11 3 0 3 0 4
ლონდარიძე 3 1 0 0 0 2
32 19 7 0 77
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გაუჭირდება თუ არ გაუჭირდება რა მნიშვნელობა აქ უკვე ითქვა კარგა ხანია, რომ ვიკა ევროპაზე არ იქნება.
0
0
ხალხო გაიგეთ,პირველი შეკრება ძირითადში ფიზიკურ მომზადებას დაეთმო,ამ დროს საკონტროლო თამაში უბრალოდ ფორმაში შესვლას და მდგომარეობის დაკონტროლებას ემსახურება,ამ დროს სპორტსმენი დამძიმებულია და ვერ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს.ავსტრია სამ დღეში იწყებს შესარჩევ ტურნირს და ეს შეხვედრა ფორმის პიკზე გასვლას და უკანასკნელი კორექტივების შეტანას ემსახურებოდა,ჩვენ კი ერთი თვის მერე ვიწყებთ მთავარ ტურნირს და ფორმის პიკზეც მაშინ ვიქნებით.სანიკიძე კი ვერ ასწრებსო გამოჯანმრთელებას და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
0
0
გთხოვთ გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია სანიკიძე ითამაშებს თუ არა ევრობასკეტზე მის გარეშე ნაკრებს გაუჭირდება
0
0
მოკლედ ეს ავადსახსენებელი ჯოულის კანონი ვერ დავამკვიდრეთ ვერც ფეხბურთში და ვერც კალათბურთში
0
0
სულ ფიზიკას გაიძახით და უცხოელიც გყავდათ სინათლეების ანთებით რომ ახალისებდა კალათბურთელებს და ესაა რაც შეძლო?
0
0
ქიმიაში და კომბინაციებში ხომ დაგლიჯეს ყველაფერი
0
0
ერთი თამაშიც რომ მოიგონ ევროპაზე მართლა საოცრება იქნება ამათი თამაშიდან გამომდინარე.ისე ნაკრები რომელიც საშუალოზე სუსტ ავსტრიასთან სამარცხვინოდ მარცხდება უფრო დიდი ლაფისთვის არის განწირული
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული