რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი მთლიანად სუბიექტურ მოსაზრებაზეა აგებული და არაფერი კავშირი აქვს ობიექტურ რეიტინგებთან, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების ძალას.
24 მონაწილეს შორის საქართველო მე-11 ადგილზეა, რაც წინა ასეთივე შეფასებასთან შედარებით წინსვლაა.
"ვიცით, რომ ეს იყო მხოლოდ სავარჯიშო მატჩი, თანაც რუსეთის საუნივერსიტეტო გუნდთან, მაგრამ საქართველო თავიდანვე შთამბეჭდავად იწყებს. ამ თამაშში თორნიკე შენგელიამ გუნდს 24 ქულა, ხოლო გიორგი
მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. სერბეთი, 3. საბერძნეთი, 4. ლიტვა, 5. საფრანგეთი, 6. თურქეთი, 7. ხორვატია, 8. სლოვენია, 9. იტალია, 10. ლატვია.
საქართველო ფიბას სიძლიერის რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ჩერნოგორია, ისრაელი, გერმანია და რუსეთია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"