საქართველო VS ლატვია - ფაჩულიასა და პორზინგისის გარეშე

AutoSharing Option
დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

მეორე ნახევარფინალში პოლონეთი და ლიტვა ითამაშებენ. ფინალი შაბათს, 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი - 17:45-ზე.

თამაშის წინა დღეს ქართველმა კალათბურთელებმა წვრთნა "შვიტურიუ არენაზე" ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად სათამაშო ტაქტიკაზე ავარჯიშა.

- ილიას ზუროსი: ეს მატჩი ჩვენთვის პირველი სერიოზული ტესტია

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე გუნდი
გიორგი
ცინცაძე უკანახაზელი 192 ქუთაისი
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 196 უკლუბოდ
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პრომორსკა (სლოვენია)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
ლაშა გამყრელიძე უკანახაზელი 186 ტიტები
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 196 ქუთაისი
ბესო ლეჟავა უკანახაზელი 193 ბათუმი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
ბექა ბექაური ფორვარდი 208 ქუთაისი
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 205 დინამო
მწვრთნელი: ილიას ზუროსი

ლატვიის ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე გუნდი
არტურს აუსეჟსი უკანახაზელი 1992 ლიეპაია
დავის ლეჟასმეიერსი უკანახაზელი 192 კინგსი (შვედეთი)
იანის ბლუმსი უკანახაზელი 190 ვეფ რიგა
დაირის ბერტანსი უკანახაზელი 193 დარუშაფაკა (თურქეთი)
იანის ტიმა ფორვარდი 201 ზენიტი (რუსეთი)
როლანდს შმიტსი ფორვარდი 207 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
კრისტაპს იანიჩენოკსი ფორვარდი 196 ვენტსპილსი
აიგარს შკელე უკანახაზელი 192 ვენტსპილსი
ილია გრომოვსი ცენტრი 208 ვეფ რიგა
ანდრეის გრაჟულსი ფორვარდი 202 ვენტსპილსი
ჟანის პეინერსი ფორვარდი 203 პაოკ (საბერძნეთი)
მარტინს მეიერსი ცენტრი 208 ვეფ რიგა
მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი

საქართველოსა და ლატვიას დიდი ხნის მეტოქეობის ისტორია აქვთ. 1960 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში დაპირისპირებაზე (რიგის ასკ-თბილისის "დინამო") ახლა წერას არ მოვყვებით. ბოლო დროს ამხანაგურადაც ბევრს ვთამაშობთ და ოფიციალურადაც.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს რიგაში საკონტროლო მატჩისას დამყარდა საქართველოს ნაკრების აბსოლუტური რეკორდი - ზაზა ფაჩულიამ 42 ქულა ჩააგდო. 2012 წელს, ასევე რიგაში გამარჯვებით (73:70) ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრები ტურნირს დანაკლისით ხვდება: ზაზა ფაჩულია ამერიკაშია, ვიქტორ სანიკიძე - ტრავმირებული და ევრობასკეტზეც არ იქნება, ხოლო ბექა ბურჯანაძე გუნდთან ერთადაა, მაგრამ ლატვიასთან ვერ ითამაშებს.

ჩვენს მეტოქესაც სერიოზული დანაკლისი აქვს. იანის ბერზინსს ოპერაცია დასჭირდა, სანანტონიოელი დავის ბერტანსი ლატვიაში დარჩა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი NBA-მ სამხრეთ აფრიკაში კემპზე მიავლინა. იგი აინარს ბაგაცკისის გუნდს კემპიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება.

საქართველო VS ლატვია 5:3
ევრობასკეტი-1999. შესარჩევი
25.02.1998. ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 99:63

24.02.1999. თბილისი
საქართველო-ლატვია 96:98

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი
24.08.2012. თბილისი
საქართველო-ლატვია 79:76

08.09.2012. რიგა
ლატვია-საქართველო 70:73

ამხანაგური
27.08.2008
ლატვია-საქართველო 72:80

ამხანაგური
22.08.2011
ლატვია-საქართველო 79:83

ამხანაგური
24.08.2011
ლატვია-საქართველო 84:73

ამხანაგური
15.08.2015
საქართველო-ლატვია 78:76

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ლეჟავას თამაშით დატკბობის საშუალება მოგვეცემა ))) რისთვის ყავტ ეს კაცი ნაკრებში მაცოდინა
andro
16:59 04-08-2017
0
tngh სტალინო,
ცქერა არ შეიძლება, სად უნდა უყურო, მაგი სტატიის დასაწყისში წერია და სათაურს ნუ კითხულობ მარტო, მთლიანად სტატია წაიკითხე ხოლმე და მერე კომენტარი გააკეთე პუტინსკივ.
Vasil-s
13:58 04-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული