საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ბრავო ზუროსს! ბარაქალა ჩვენს ბიჭებს, ღირებული გამარჯვება მოიპოვეს. დაბოლოს,
სირცხვილი საიტის ადმინისტრაციას დიზაინის გაფუჭებისთვის
qomagi
06 აგვისტო 2017 01:42
0
ჰო ახალი საიტი მართლაც აღნიშვნის ღირსია, ნეგატიური კუთხით.
Irakli
06 აგვისტო 2017 00:24
0
"რავა ერთნაირად კრამიტდაცურებულები". რავა,რავა,რავა...
ეს ერთი გლეხი ბატონებო.დანარჩენებიც მალე მიაგდებენ თოხებს და გამომეხმაურებიან :-)
vaxo
06 აგვისტო 2017 15:23
5
მაგრად ითამაშეს. ყოჩაღ! ახალი დიზაინი საუკეთესო არ არის, მაგრამ ძველს ჯობია 10-ჯერ. ძველი საიტი უძრაობის პერიოდს მაგონებდა. დახვეწავთ ამ ახალ საიტსაც და ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი მინდა მეტი ოპერატიულობა გისურვოთ. ინტერნეტის ეპოქაში თამაშების სტატისტიკა არ გიდევთ. თუნდაც ამ ტურნირის
გიორგი
06 აგვისტო 2017 10:34
4
ბიჭებს ბრავო ! ! ! აი საიტს რაც შეეხება : კარგია განვითარება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა სწორათ განვითარდე. 1. საიტიდან ნიუსის გაგება ზედმეტადაა გაძნელებული. 2. ეს ვერსია ძველი ვერსიის მსგავსად ნელია, შესამჩნევლათ ნელი! 3. აგდებს კალოშ-კეტების დროინდელ ნიუსებს მაგ: კალათბურთის თეგში. მეზარება ტესტი ყველაფერს ჩავუტარო, მაგრამ ძირითადი ესაა რა.
პ.ს კომენტარის გაკეთებას მგონი ეშველა და გილოცავთ ყუელას -;)
მეფე გიორგი
06 აგვისტო 2017 09:39
0
ეს სამიანები გამოვასწორეთ და შედეგიც დაიდო
მიშა
06 აგვისტო 2017 09:37
0
კარგია ახალი დიზაინი მაგრამ ძალიან მატერიალ არის და მეორე შენიშვნა, რეკლამების პანელი უფრო დიდია ვიდრე ტექსტი და აღარ გახსოვს რომელიუუნდა წაიკითხო
დინამო
06 აგვისტო 2017 08:49
2
Magazine yarrow saiti gaaaketes dzveli atasjer jobda.biwebi magrebi arian
Dani
06 აგვისტო 2017 08:17
0
ძალიან მინდა ვცდებოდე, მერამდენე თამაშს ვუყურებ, როცა ცინცაძე და დიქსონი ერთად არიან პარკეტზე, ცინცაძე მუდმივად ცდილობს იგნორი გაუკეთოს დიქსონს, რაღაც თითქოს უნდა აჩვენოს ვინ არის მათ შორის უფროსი, რაღაცნაირად აკომპლექსებს მას, როცა დიქსონი მარტოა, ის გაცილებით ეფექტურია, გასაგებია, რომ დიქსონი ლეგიონერია და დღეს თუ ხვალ შეიძლება აღარ იყოს ნაკრებში, მაგრამ ახლა ხომ ჩვენიანია, თან ძალიან კარგი ტიპია და უყვარს ჩვენი ქვეყანა. მგონია ეს პრობლემაა ჩვენს გუნდში. მე მჯეროდა ჩვენი ბიჭების გამარჯვების ამ თამაშში და მოიგეს კიდევაც, მაგრამ ამ თამაშს ის ხალხი არ უნდა უძღვებოდეს, რომლებიც მუდმივად იმეორებენ: ეს რომ ჩაგვეგდო, 7 ქულა იქნებოდა სხვაობა, ამ დროს აქეთ ჩაგვიგდეს და 3 ქულა გახდა?! ახ, ახლა რომ ჩაგვეგდო, 9 ქულა იქნებოდა, ამის მაგივრად ლიტველებმა ჩაგვიგდეს და მხოლოდ პლუს 5-ია?! ვერ გავიგე ამათი, არითმეტიკის ცოდნას ამჟღავნებენ თუ კომენტატორობის უცოდინარობას.
ბმბ
06 აგვისტო 2017 00:53
1
გადასარევი თამაში იყო, ბიჭები ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებული, რაც მაგრად მახარებს. შეუპოვრად თამაშობენ და ეგ არის წარმატების საწინდარი. გთხოვთ ასე გააგრძელეთ!!!! არავის გამოვყობ, ყველა კარგი იყო. ზუროსი მე-6 მოთამაშეა :) ვისურვებ ქართველმა გულშემატკივარმა ფეხბურთისგანაც იგივე ემოციები განიცადოს, რასაც რაგბისგან და კალათბურთისგან ვღებულობთ.
დათო
06 აგვისტო 2017 00:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული