11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 87:76 დაამარცხა.
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
"პირველ რიგში ტრადიციულად ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ზაფხულში.
დღეს ჩვენ კარდინალურად განსხვავებული თამაში ვითამაშეთ, რადგან ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსგავსი მანამდე არ გვყოლია. ძალიან კარგი 3-ქულიანების სროლა შეუძლიათ ჩეხეთის გუნდის მოთამაშეებს. მაღალი მოთამაშეებიც წარმატებულ
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. დღეს ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ დაგვიმუშავებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღვმოვფხვრათ ის პრობლემები დაცავასა და შეტევაში, რაც დღეს გვქონდა. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა.
სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ბექა ბურჯანაძე. სამაგიეროდ დაგვემატება ილია ლონდარიძე, რომელმაც ვარჯიშებსა და მოსამზადებელ პერიოდში ძალიან კარგად გამოიჩინა თავი და ვფიქრობ, იმსახურებს შანსს", - განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ცოტა შებოჭილი მეჩვენება ბითაძე , ანუ მეტისმეტად დაძაბული გამოდის პარკეტზე . ადაპტაციისათვის კი , უფრო მეტად უნდა მივცეთ სათამაშო დრო ერთსაც და მეორესაც.
მგონია-ბოისა,მეტრეველს და ბექაურს ნამდვილად აჯობებს.
თუ არასწორად ვმსჯელობ,გაგვარკვიეთ.