ჩვენი ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დიდ ბრიტანეთს სძლია, გაიმართა B დივიზიონის ფინალური მატჩი, რომელშიც საბერძნეთმა ჰოლანდიას 74:60 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს.

ტურნირის სიმბოლურ ხუთულში შევიდა ჩვენი ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ტურნირზე საშუალოდ 23.8 წუთში 13 ქულას, 3.5 პასს, 2.8 ჩაჭრას და 2.8 მოხსნას აგროვებდა.

რატი ანდრონიკაშვილს სიმბოლურ ხუთეულში ადგილი, ცხადია, გამთამაშებლის პოზიციაზე ერგო, რაც ქართული კალათბურთისთვის ორმაგად სასიხარულო ამბავია. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს ნაკრებებს სწორედ
გამთამაშებლის პოზიციის გამაგრება ესაჭიროება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული