იმედი გაჩნდა - ზაზა ფაჩულიას ტრავმა საგანგაშო არ არის!

AutoSharing Option
21 აგვისტოს მეტად არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ნაკრების ბანაკიდან: კოჭი გადაუბრუნდა და ვერ ვარჯიშობს კაპიტანი ზაზა ფაჩულია. ცხადია, ამის გაგებისთანავე ჩნდება შეკითხვა - რამდენად სერიოზულია ტრავმა?

სწორედ ასეთი კითხვით მივმართეთ ნაკრების მესვეურებს, მათ შორის, მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუმცა გუშინ პასუხი არც მათ ჰქონდათ. საქმე ის არის, რომ წინასწარ ყოველთვის რთულია კოჭის ტრავმის სირთულის დადგენა, საამისოდ კარგი გამოკვლევაა საჭირო.

გუშინ საქართველოს ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გვითხრა:

"კოჭი მყესის არეშია ნაღრძობი, თუმცა წინასწარ სირთულეზე ვერაფერს ვიტყვით, მიმდინარეობს კვლევები და მათი დასრულების
შემდეგ ყველაფერი ნათლად გვეცოდინება".

გუშინდელი ინფორმაციით, ზაზა ფაჩულია საბერძნეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. მთავარი საფიქრალი ის არის, ითამაშებს თუ არა ევროპის ჩემპიონატზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფაჩულია გუნდთან ერთად იქნება საბერძნეთში, თუმცა მონაწილეობას ალბათ, არ მიიღებს. მისივე თქმით, ნაკრების ლიდერის ტრავმა საგანგაშო არ არის, მას 1-კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფაჩულიას შესახებ როცა წერენ რომ, გაუცდება 1 კვირა უნდა ვგულისხმოთ 2, ნბა -ში სულ ასე ემართება, უფრო მეტი დრო ჭირდება ვიდრე ექიმები ამბობენ.
მ.მ
22 აგვისტო 2017 16:45
0
neta sanikidzes ar kondes da es tu ginda sul ese ikos)))))))))))
!!!!
22 აგვისტო 2017 11:40
12
იროდიონ,ეს ის ფოტო არ არის.ეს ჩვეულებრივი ვარჯიშის ფოტოა.
ქუთაისი
22 აგვისტო 2017 11:38
0
ხოო, მაშინ დავმშვიდდი))
იროდიონი
22 აგვისტო 2017 12:49
0
ტრავმა საგანგაშო არ არისო.როგორ არ არის,როცა გუნდს ისედაც გვიან შეუერთდა და ახლა ცდილობდა სხვების დაწევას,თანაც ერთ კვირაში შეიძლება ვარჯიში დაიწყოს,მაგრამ მთლიანად მაინც გამეტებით ვერ დაიტვირთება.გუნდში სულ შვიდი სრულფასოვანი 7 კალათბურთელია და იქიდან ერთის,მით უმეტეს ფაჩულიას გამოკლება ნიშნავს,რომ ჯგუფიდან გასვლაც კი საოცნებო გაგვიხდება
სოსო
22 აგვისტო 2017 11:36
0
საგანგაშო არ არის მარა ეს სურათი სხვანაირი განგაშის საფუძველს იძლევა))
იროდიონი
22 აგვისტო 2017 11:11
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული