საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში დაწყებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველი მატჩი მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება იზეიმა – 72:71.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10–ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა – 37:34.

მეორე ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავად წარმართა და მესამე მეოთხედის წინ ანგარიშში უპირატესობაც მოიპოვა – 53:52.

ბოლო ათწუთეული დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშში მცირე უპირატესობას
მასპინძლები ფლობდნენ, მატჩის დამთავრებამდე 16 წამით ადრე კი გიორგი ცინცაძის 3–ქულიანმა საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა – 72:71.

დარჩენილ დროში მასპინძლების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო საბერძნეთს.

ათენის დარბაზში ყველაზე მეტი – 23 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნაც მიუმატა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასია. 9 ქულა შემატა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.

მანამდე ტურნირში ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 73:65 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
იქნებ, ევრობასკეტზე ნახევარფინალი ვითამაშოდ!
zviads
24 აგვისტო 2017 09:20
0
ბრავო ბიჭებს, ბრავო ზუროსს!!!
zviads
24 აგვისტო 2017 09:16
0
Vika da zaza rom yopiliyvnen sheizleba mere martla wagvego fachulia goldenshi rasac tamashobs imis naxevari jhilkit iyo chexebtan
Deross
24 აგვისტო 2017 08:43
1
აი რამხელა განსხვავებაა კოკოშკოვსა და ზუროსს შორის! ყოჩაღ ბიჭებს! მაგრამ როგორც იტყვიან 1 შემთხვევა ეს შემთხვევა, მე-2 დამთხვევა, მე-3 და მე-4 მსგავსი თამაშის მოგება გვჭირდება, რომ ეს ჯერ კანონზომიერად, შემდეგ კი კანონად იქცეს. სწორი ტაქტიკით ძლიერი მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება! წინ საქართველო!
ზვიადი
24 აგვისტო 2017 08:27
0
გილოცავთ,მაგრები ხართ და გვეამაყებით
მადონა
24 აგვისტო 2017 08:11
0
ყოჩაღ ბიჭებს, აჯობეს ძლიერ გუნდს !!!!
ტატო
24 აგვისტო 2017 01:21
0
ბრავო ბიჭებო...ოქროები ხართ არასდროს დამავიწყდება ეს თამაში და ჩემი გიჟური ემოცია ყოჩაღ მიდით სერბებიც მიაყოლეთ მეამაყებით ბიჭებო სუპერ თამაში და სუპერ ემოცია გულშემატკივრის თქვენს გვერდით ვართ ევრობასკეტზეც ასე წარმატებით გამოსვლას გისურვებთ გვიყვარხართ და გვეამაყებით
Mari
24 აგვისტო 2017 00:34
3
მაგრად გამახარეთ. ძალიან მაგრები ხართ. ვიკა და ზაზა რო ყოფილიყვნენ მერე ხო საერთოდ მაგარი იქნებოდა
გიორგი
24 აგვისტო 2017 00:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული