ილიას ზუროსი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მოგებით დიდი გუნდი გავხდით, არასწორია

AutoSharing Option
ათენში, "აკროპოლისის თასზე" ტურნირის მასპინძელ საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა gazzetta.gr-სთან კომენტარი გააკეთა.

23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები ანგარიშით 72:71 დაამარცხა. ბერძენი სპეციალისტის აზრით, ამ გამარჯვებით ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს...

- საბერძნეთი-საქართველო 71:72 - ბუ! ბერძნები საბერძნეთში გავაოცეთ [VIDEO]

"ჩემი სურვილია, ნაკრები ევრობასკეტისთვის მოემზადოს სათანადოდ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ დიდი გუნდი გავხდით, არასწორია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იბრძვის და სწორედ ეს არის ჩემი, როგორც მწვრთნელის
საქმე. სამუშაო და პრობლემები გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია, მოთამაშეები არასდროს ნებდებიან", - თქვა ზუროსმა.

ბერძენ სპეციალისტს იმაზეც ჰკითხეს, თუ რა გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გიწევს მეტოქეობა:

"ძალიან რთულია შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით - ჰიმნის დაკვრის პროცესი".

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ზაზა ფაჩულიას მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც ტრავმა აქვს.

"ამჟამად ის ჩვენთან ერთადაა. მართალია, დაზიანება მძიმე არაა, მაგრამ მის დასაბრუნებლად გარკვეული დროა საჭირო. "აკროპოლისის თასზე" ის ნამდვილად ვერ ითამაშებს. არ გვინდა გავრისკოთ", - ამბობს მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა საბერძნეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მცველმა ნიკოს პაპასმა. მწვრთნელმა ამაზე საუბარი არ ისურვა: "ნიკოს პაპეზე კომენტარს არ გავაკეთებ".

- ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ზუროსი ზქალინ კარგად გაერკვა სიტუაციაში 6-7 კაციტ უწევს ტამასი(ვიკა და ბურჯანაძე უდიდესი დანაკლისია) და ტუ აკვირდებიტ ყველა ტამასის ტაიმი ან მეოტხედი წააგო და სემდეგ ამოუქცა ყველას ეს ურტულესია ამ კონტიგენტიტთ.. სასტარტო ხუთეულს არ ვგულისხმობ, სათადარიგომ თუნდაც მთელ თამაშში 8-10 ჭუთი ხო უნდა დაასვენოს ზირითადი ... აი მასინ ვერ ვხედავ პერსპექტივას. წარმატებები გუნდს ევრობასკეტზე

გიორგი
24 აგვისტო 2017 16:26
5
ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა,მაგრამ ბევრი სამიანი ვასროლინეთ,კიდევ კარგი არ წაუვიდათ,უფრო ცივსისხლიანი ევროპული გუნდი ალბათ ჩაგვიგდებდა და მოგება გაგვიჭირდებოდა.პერიმეტრი უნდა დავიცვათ რამენაირად სამწამიანებში და ფანტაზიაში ლომები ვართ
qorqia
24 აგვისტო 2017 15:58
0
სერბიასთან დღეს რა დროსაა გადმოცემა?
გულშენატკივარი
24 აგვისტო 2017 15:42
0
19:35 საათზეა დღეს.
საქართველო- სერბეთი
24 აგვისტო 2017 17:00
0
აუ სანიკიძე და ბურჯანაძე გვაკლია ისე როგორც არასდროს. სამწუხაროდ 3-4 კაცი დღეს არ არის სანაკრებო დონის ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ სხვა გზაც რომ არ გვაქვს? გამყრელიძე, ლონდარიძე, ბოისა - დღეს არ არიან ნაკრებისთვის მზად. გოგა ბითაძე ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ფსიქოლოგიური წნეხისათვის ისე კი უდიდესი პოტენციალის მქონე ბიჭია და მომავალი ნაკრებიც სწორედ მასზე იქნება აწყობილი. ძალიან მოკლებული აქვს დუდასაც წინა ევრობასკეტთან შედარებით. უბრალოდ გაოცებულია ვარ ისეთ კარგ ფორმაში არიან ცინცაძე და შერმადინი. თოკო და მარკოიშვილიც სტაბილურად ნორმალურ კარგ დონეზე დგანან.ზუ ზაზაზე საუბარი ზედმეტია უკვე ის სული და გულია ჩვენი ნაკრების როცა არ თამაშობს მაშინაც.
dadu
24 აგვისტო 2017 15:04
0
ცინცაძე და დიქსონის ფონზე გამყრელიძემ ფუნქცია დაკარგა. ძალიან კარგებია მანუჩარი და შერმადინი. ხოლო სანაძემ უფრო თამამად და გაბედულად უნდა ტყორცნოს. კარგი სროლები აქვს თუ გათავისუფლდება ფსიქოლოგიურად. დაცვაში კარგად ითამაშა თოკო შენგელიამ,
ახალგაზრდა ბითაძემ უფრო გაბედულად ითამაშოს. 17 წლის იყო არვიდას საბონისი და გლეჯდა.
ძალიან გამიხარდა მოგება.
24 აგვისტო 2017 16:25
0
მართლაც გენიალური მწვრთნელია ზუროსი!!! 6-7 კაცით მოახერხა ლიტვის და საბერძნეთის დამარცხება, მერე რა ამხანაგური თამაშები რომ იყო!მაგრამ, ბოისას, გამყრელიძის, ლონდარიძის, ლეჟავას (და რა ვიცი კიდე ვინ ზის სკამზე) პირობებში იგივეს გამეორება ევრობასკეტზე იქნება ძალზედ რთული...ვეთანხმები ზუროსს, ორივე, ლიტვაც და საბერძნეთიც, დიდი გუნდია, ორივესთან გავიმარჯვეთ მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ხდის ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტად.
პაატა
24 აგვისტო 2017 14:41
0
ყველა წამყვანი გუნდი დანაკლისით ხვდება ევრობასკეტს. იმედია ბიჭების კარგ თამაშთან ერთად ეს გარემოებაც შეგვიწყობს ხელს მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად.
GEO
24 აგვისტო 2017 14:26
0
ყველაზე კარგი, რაც ფედერაციამ გააკეთა, ეს იყო ზუროსის მოყვანა. კარგ მწვრთნელობასთან ერთად, იგი კარგი ფსიქოლოგიცაა.
guri
24 აგვისტო 2017 13:10
0
ძლივს ცინცაძის თამაში მომეწონა ყოჩაღ, მაგრამ დაახლოებით ხუთ კაცს სახლში გაუშვებდი, საიდან მოვიდნენ.
dato
24 აგვისტო 2017 12:56
1
აი კაცი! ყველაფერზე ეტყობა, რომ მაღალი დონის პროფესიონალია
მერაბი გ.
24 აგვისტო 2017 12:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული