ილიას ზუროსი: როცა საბერძნეთს ვწვრთნიდი, აკროპოლისის თასი მაშინ არ მომიგია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზორუსმა თავის სამშობლოში გამართულ "აკროპოლისის თასზე" გამარჯვების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, ათენში გამართულ ოთხთა ტურნირში საბერძენთი (72:71) და სერბეთი (68:66) დაამარცხა, იტალიასთან კი დამარცხდა (65-73) და თასს დაეუფლა.

- აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ბერძენი მწვრთნელი, რომელიც უწინ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობდა, ამ გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

"როცა საბერძნეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, მაშინ არ მომიგია აკროპილისის თასი. ეს დღეს მოვახერხე საქართველოს ნაკრებთან
ერთად და ბედნიერი ვარ", - აქვეყნებს ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გენაცვალე, ჭკვიანი კაცი, სწორი მიმართულებით მოძრავი კაცი.
TanoLife
23:34 27-08-2017
0
როგორაა კარგი პიროვნება, საკუთარი ერის გამყიდველი და მოღალატეა. დაუშვათ ქართველი მწვრთნელი, ყოფილიყო სომხეთის ნაკრების მწვრთნელი და აქ, თბილისში, პირველად თავის ისტორიაში, სომხებს მოეგოთ ქართველებისთვის. რის განწყობაზე დადგებოდი?
ზაზა-s
გამოხმაურება
26 აგვისტო 2017 18:35 თქვენც ესე ფიქრობთ ეტყობა რადგან ჩემ პასუხს ბლოკავთ ხო არაუშავს ზუროსს არაფელი არ დააკლდება ამით და არც მე ამას და ამის გამპრავებელს რა ეშველება თორე.
2
31
ზაზა
19:18 27-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული