ილიას ზუროსი: როცა საბერძნეთს ვწვრთნიდი, აკროპოლისის თასი მაშინ არ მომიგია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზორუსმა თავის სამშობლოში გამართულ "აკროპოლისის თასზე" გამარჯვების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, ათენში გამართულ ოთხთა ტურნირში საბერძენთი (72:71) და სერბეთი (68:66) დაამარცხა, იტალიასთან კი დამარცხდა (65-73) და თასს დაეუფლა.

- აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ბერძენი მწვრთნელი, რომელიც უწინ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობდა, ამ გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

"როცა საბერძნეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, მაშინ არ მომიგია აკროპილისის თასი. ეს დღეს მოვახერხე საქართველოს ნაკრებთან
ერთად და ბედნიერი ვარ", - აქვეყნებს ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველას გილოცავთ ბატონებო და ქალბატონებო!
თქვენ კი ბ-ნო ილიას მოლოცვასთან ერთად დიდ მადლობას მოგახსენებთ!
დიდი მადლობა ბედნიერი ქართველების სახელით!
ზვიადი
11:57 26-08-2017
0
მაგარი კაცი ხარ და დიდი მწვრთნელი! ძალიან დიდი მადლობა ამ კაცს, ქართველი გულშემატკივრების გახარებისთვის!!!
goga
12:21 26-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული