იტალიის ნაკრების კაპიტანი: საქართველო ევრობასკეტის სიურპრიზი იქნება

AutoSharing Option
31 აგვისტოს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ იტალიის გუნდიც ჰყავს, რომლის კაპიტანმა ლუიჯი დატომემ La Gazzetta dello Sport-ს ევრობასკეტის ფავორიტები ჩამოუთვალა:

"საფრანგეთი, ესპანეთი და ლიტვა ყველა კონკურენტზე მაღლა დგანან. სერბეთმა ბევრი დაკარგა, მაგრამ მაინც ძალზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდია. ვინ იქნება ყველაზე დიდი სიურპრიზი? დანარჩენი გუნდებიდან საქართველო მომწონს. თუმცა მათ წარმატებას დიდ სიურპრიზად პირადად არ ვთვლი", - განაცხადა დატომემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ახლახან "აკროპოლისის თასზე" დაუპირისპირდა იტალიის ნაკრებს და დამარცხდა, თუმცა იმ მომენტისთვის ჩვენს გუნდს
თასი უკვე გარანტირებული ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასულ სეზონში მის შაქტინზე ვიკაიფე ყველაზე ძალიან.
tanto
17:22 30-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული