საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში
წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
გამარჯობა პრიბალტიკავ შენიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.
guri
31 აგვისტო 2017 23:33
2
ბ რ ა ვ ო ! ! !
რეზო
31 აგვისტო 2017 23:17
0
ძალიან ჭკვიანური ტაქტიკები აქვს ზუროსს ეტყობა რომ აზროვნებს მალადეც. ქართულ სიზარმაცეს იდეალურად აუღო ალღო ზუროსმა.
რუსთავი
31 აგვისტო 2017 23:11
0
ყოჩაღ ბიჭებს! დღეს ბიჭებმა ბუკმეიკერებსაც მაგრად შემოულაწუნეს. ფეხბურთელებმაც ასეთი ჯიგარით რომ ითამაშონ ალბათ ბრაზილიას შემოუტრიალებენ თამაშს. ცინცაძის მდგომარეობა როგორია ნეტა
გია
31 აგვისტო 2017 23:00
0
ფეხბურთელების ჯიგარი არ არსებობს. ხვალ ვნახავთ მაგათ ბღლარძუნს
ლლლ
01 სექტემბერი 2017 10:41
0
კინაღამ გული გამიჩერდა, ასეთი სიხარული კაი ხანია კალათბურთისგან განვითარების არ მიმიღია. სერიოზული გუნდი, სერიოზული განწყობა. ყოჩაღ ყველას, მწვრთნელს, კალათბურთელებს, ყველას ვისაც მიუძღვნის წვლილი ამ გამარჯვებაში. თოკო შეუდარებელია.
merab1970
31 აგვისტო 2017 22:48
0
ერთი რამ მინდა დავამატო იმათ საყურადღებოდ ვინც ზაზას მიმართ ძალიან კრიტიკულები იყვნენ ნაკრებამდეც. ამ თამაშმაც კარგად გამოაჩინა თუ რატომ თამაშობს ზაზა "გოლდენ სტეიტში", ხოლო ვალანჩუნასი "ტორონტოში" ვინც თამაშს თავიდან ბოლომდე უყურა ყველა მიხვდება. ზაზა ძალიან დიდი წინაღობაა ყველა მეტოქისთვის, თუნდაც 4 ფოლით. ვალანჩუნასი კი პირველი მეოთხედის მერე მე არც მახსოვს სად თამაშობდა.
................
31 აგვისტო 2017 22:46
2
აი, ზუსტად!
ნათია
01 სექტემბერი 2017 10:54
0
საოცრებავ, საქართველო უნდა გერქვას შენ... ცივი გონებით თუ მივუდგებით, იმედია ცინცაძეს არაფერი ჭირს და ითამაშებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ცინცაძე რომ ყოფილიყო შეიძლება ვერც მოგვეგო... საღოლ დიქსონს... თოკოზე არაფერს ვამბობ... რაც ყველაზე მთავარია, ლიტვა და ვალანჩუნასი გადავაგორეთ... ძალიან გაგვიჭირდა ვალანჩუნასის წინააღმდეგ.. ახლა მოვიდეს ვინც უნდა... ბერიშვილი ცოტა მეტად უნდა დაიტვირთოს ჩემი აზრით...
dato
31 აგვისტო 2017 22:46
0
ბიჭებო თქვენ ხართ ყველა დროის ყველაზე მაგარი ქართული გუნდი დამ.საქ.ისტორიაში
ხომიჩუსის ხახაში
31 აგვისტო 2017 22:38
0
გენაცვალეთ ბიჭებო!ქართველებო გილოცავთ გამარჯვებას!ჩვენ ბიჭებს მადლობა რომ ბოლომდეს იბრძოლეს და მოგება მოგვიტანა საქართველოს.ბიჭებო გაიხარეთ!
მამუკა ფირცხალაიშვილი
31 აგვისტო 2017 22:36
0
ბევრს არ დავწერ,გენაცვალეთ რა. აი ეს ევრობასკეტი თქვენია! ასევე ჩაატარეთ ყველა თამაში და ღმერთმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს.
luk
31 აგვისტო 2017 22:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული