საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში
წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ბრავო ბიჭებს, ბრავო მწვრთნელს. ლიტვა დავამხეთ თავის მსაჯებიანად. რას მოვესწარი, საქართველო 12 ქულას აგებს და თამაშს ატრიალებს. გილოცავთ.
gogig
31 აგვისტო 2017 21:29
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!! ყოჩაღ!!! ოქროები ხართ!!! ზუროსი უჭკვიანესი მწვრთნელია!!!
დათო
31 აგვისტო 2017 21:38
1
და წარმოიდგინეთ "ეარ ჯორჯიაც" და ბურჯანაზეც რომ გვყოლოდა. ყოჩაღ სათადარიგოებსაც მაგარ დაცვას თამაშობენ. ზუროსი კი არა ნამდვილი "ზვეროსია". თურმე რა მაგარი განცდა ყოფილა როცა მარტო ტურნირიც მონაწილე არ ხარ. ყოჩაღ მხეცებო.
................
31 აგვისტო 2017 21:31
2
იმდენად გახარებული ვარ, რომ ჩემივე კომენტარი შეცდომით შევაფასე უარყოფითად.
დათო
31 აგვისტო 2017 21:47
1
გილოცავთ, დაძაბული და ლამაზი თამაში იყო, აი შეცდომები ნაკლები რომ ყოფილიყო, ლიტვას ბიჭები თავისუფლად სამ ციფრიანი ანგარიშით გაანადგურებდნენ.
tanto
31 აგვისტო 2017 21:39
1
უმაგრესი ნაკრები გვყავს! გილოცავთ ყველას!!!
გულშემატკივარი
31 აგვისტო 2017 21:26
0
გილოცავთ ყველას ამ მაგარ გამარჯვებას! მსაჯებიანად რომ დაამარცხებ გრანდს უფრო სასიამოვნოა თურმე:)
zviadi
31 აგვისტო 2017 21:48
1
გაიხარეეეეეთ, თქვენ გენაცვალეთ. გილოცავთ ყველას.
Gio
31 აგვისტო 2017 21:28
0
ბრავო!!!!!! ყველას გილოცავთ!!!!
დროა ამ ბიჭებმა მედლებიც მოუტანონ საქართველოს!
ზვიადი
31 აგვისტო 2017 21:28
0
ამდენი ერთი ჩემი ბავშვის დაბადებაზე ვინერვიულე და მეორე ამ თამაშზე, თოკკ შეუდარებელი იყო!!!!
ზუროსი გენიოსია.
თოკო
31 აგვისტო 2017 22:23
0

სიახლეები პოპულარული