ილიას ზუროსი: რატომ არ ვიღიმი? იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი ლიტვასთან გამარჯვებას მშვიდად შეხვდა, პრესკონფერენცია თავისი შეგირდების შექებით გახსნა:

"კმაყოფილი ვარ ჩემი კალათბურთელებით, მათ გმირულად იბრძოლეს და ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა. თუმცა მხოლოდ ახლა დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, ჩავატარეთ პირველი შეხვედრა, ერთი მოგება არაფერს ნიშნავს, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ ოთხი თამაშია.

უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, განვაგრძოთ წინსვლა და ამის შემდეგ დავტკბეთ წარმატებით. მეკითხებით, რატომ არ ვიღიმი? სწორედ იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დიდი ხანია მწვრთნელად ვმუშაობ და ვიცი, საქმის კარგად დაწყების შემდეგ რაოდენ რთულია, ბოლომდე ასევე
მიყვანა", - თქვა ზუროსმა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 30 /
საღოლ, მაგარი კაცი ხარ ილო. სხვა აჭყლოპინდებოდა, ნახეთ რა მაგარი ვარ, ლიტვა დავამარცხეო.
gogig
01 სექტემბერი 2017 00:07
0
სხვაზე უცბად თემურ ქეცბაია წარმოვიდგინე, ესეთი დონის საფეხბურთო ნაკრები რომ დაემარცხებინა რა ამბავს ატეხავდა... ))))
Lasha
01 სექტემბერი 2017 00:23
27
ნეტა ფეხბურთში მოგვცა ზუროსის ან ჰეიგის მსგავსი მწვრთნელი.
grisha dedakimovi
01 სექტემბერი 2017 00:45
0
ნეტა ფეხბურთში მოგვცა ასეთი იგროკები
*
01 სექტემბერი 2017 08:44
0
ფეხბურთეებს რო მოეგოთ ესეთი თამაში დაგვახურებდნენ ყველაფერს თავზე მწვრთნელიან ფეხბურთელებიან ფედერაციიანად :@ მოუხსნან ყველა დაფინანსება ამ უსირცხვილო ფეხბურთეელებს და გაუნაწილონ რაგბს და კალათბურთს :)
uchas fani
01 სექტემბერი 2017 11:05
4
ფეხბურთელებს ეგეთი თამაში რომ მოეგოთ კია კი არა, მაგ დონის ტურნირზე რომ გასულიყვნენ, საქართველოს კუთხეებს უკვე მათ სახელებს, ხოლო თბილისს მწვრთნელის სახელს დაარქმევდნენ. არც ფეხბურთელები ვარგიან და მწვრთნელებიც ეგეთები ყავთ. მოკლედ, ფეხბურთის ფედერაცია გააუქმონ და თუ ვინმე კერძო დააფინანსებს, ითამაშონ, არავინ უშლით. კალათბურთს და რაგბს მათი თანხები გადაუნაწილონ და ხალხს სიამოვნებას მიანიჭონ. როგორც ვიცი, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ენაგადმოგდებული დარბის, იქნებ ვინმემ რაიმე თანხა გამოუყოს. მინიმალურ დაფინანსებაზე არიან, საკუთარი შენობა კი არა, ოთახიც არ აქვთ, ნაქირავებ ოთახებში სხედან. ფეხბურთის ფედერაციას კი ხომ ხედავთ, პრესტიჟულ ადგილზე რამხელა სასახლე აქვთ წამოჭიმული.
მამუკა
01 სექტემბერი 2017 12:00
1
ბოლო წუთები შერმადინს უნდა ეთამაშა. ერთ წუთში ზაზას ორი დაკარგვა კინაღამ დამღუპველი გამოდგა.
Gg
01 სექტემბერი 2017 00:45
18
სასწრაფოდ მოვიწვიოთ ზუროსი ფეხბურთშიც.
დათო
01 სექტემბერი 2017 10:02
1
იმენა დოცენტი ხარ შენ და შენნაირები არც კალათბურთს და არც ფეხბურთს არ უნდა უყურებდეს, სააღოლ ბიჭებს მაგარი თამაში მოიგეს. ნუ ადრით ამ ფეხბურთს და კალათბურთს ერთმანეთს რა უნდა ქნა კალათბურთში და რაგბში ძლიერები ვართ მაგრამ ფეხბურთს ვერ ვვარგივართ, ფეხბურთში საქმე პროფესიონალებმა უნდა აკეთონ და უკეთესი ნაკრები გვეყოლება როგორც კალათბურთში.
xaxa
01 სექტემბერი 2017 10:41
8
ამ ქეცბაიას რაღას ერჩით ჩამოგვიყვანა ციდან და დაგვანახა რა დონის ნაკრები გვყავს შედეგი თუ ვერ დადო გვითხრა მაინც სიმართლე
Casila
01 სექტემბერი 2017 03:48
2
ნეტა ფეხურთში მოგვცა ზუროსის ნაირიო აკ ნატრობს ერთი კომენტრაებში. მწვრთნელი კიარა ფეხბურთელი ინატრე ფეხბურტელი.. წმვრთნელი არ თამაშობს მოადანზე ფეხბურტელები არიან ..და ჩვენ ფეხბურთელები არ გვყავს გაიგეთ ეს ბოლობოლო სულ მწვრთნელს რო გაიძახით.....
QARTVELI
01 სექტემბერი 2017 08:46
1
Ilia ogond mogvagebine tamashebi da shens magivrad mteli saqartvelo gavigimebt. Wiiiiiinn bihebo tkven genacvalet.
Kaxa qartveli.
01 სექტემბერი 2017 07:05
0
ფაჩულიას ნუ ათამაშებთ გადამწყვეტ მომენტებში, ვერ თამაშობს ეს კაცი ვეღარ უნდა გავიგოთ?
ssg
01 სექტემბერი 2017 08:33
29
ფაჩულიას გამოცდილება გვჭირდება; ზუროსს მაინც არ ესწავლება ეგ. მე ასე მგონია რომ ეს შემდეგ თამაშებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
გიორგი
01 სექტემბერი 2017 11:57
0
გეთანხმები, ფაჩულია ვეღარ არის კარგ ფორმაში, თანაც ზედმეტი წარმოდგენა გაუჩნდა საკუთარ თავზე და ნარცისიზმი დაჩემდა. ზუროსს მასთან მიმართებასი სხვა პრობლემა აქვს. არ უჯერებს ხოლმე. თურმე ერთი-ორჯერ უყვირა კიდეც ზაზას, კონკრეტულ თამაშზე იფიქრე და ამბიციები ნუ გაწუხებსო. უხერხული კია, ნბა-ს ჩემპიონმა ასეთი მარტივი შეცდომები დაუშვას, თანაც რამდენიმე გარბენი გააკეთოს. ასეთი რამ 16 წლიანებს აღარ მოდით.
თოკო
01 სექტემბერი 2017 11:51
6
ყველა გამოხმაურება
ფაჩულიას ფასი არ ვიცით ჩვენ. კაცი ტრავმირებულია და სათანადო კონდიციებში ვერ არის ამიტომ. მაგრამ ნუ გავიწყდებათ მისი ფარზე მოხსნები, მასზე რომ მეტოქის ორი სამი მეურვის ყურადღება მოდის ამაზე აღარაფერს ვამბობ.მაინც და მაინც ცუდზე რატომ ვამახვილებთ ყურადღწბას, რა უმადურობა გვჭირს. ვიკას არყოფნის გამო ეგ და მანუ უჩვეულო პოზიციებზე არიან
ბესკი
01 სექტემბერი 2017 11:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული