სერბეთმა ლიეტუვა დიდი ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს [VIDEO]

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში სერბეთი ლიეტუვას დაუპირისპირდა და 87:68 დაამარცხა

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა. გამოცდილმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ლიეტუველთაგან ტადაშ სედერსკისმა თავი 14 ქულით, 9 მოხსნითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა იონას ვალანჩუნასს, ლიეტუვის ნაკრების ცენტრმა საკუთარ გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, სერბეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. სვეტისლავ პესიჩის გუნდის მომავალი მეტოქე სულ მალე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, იტალიისა და  ამერიკის  ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები სერბეთს
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
10:57 06-09-2023
0
მაგას მეც ვფიქრობდი, რას იკლაბდნენ თავს აშშ-თან არაფრის მომცემ თამაშში, და დაეჯახნენ კიდეც სერბებს. მაგათ ადგილას ჭკვიანურად ძალებს დავზიფავდი, სერბებს აშშ-ს დავაჯახებდი, და თვითონ კიდე ცუდ ფორმაში მყოფ იტალიელებთან ვითამაშებდი. გადამწვარებივით იყვნენ დღეს, ტრენერიც ბუტბუტებდა რაღაცას, ხმა ამოიღე, შე კაცო. შეაჯანჯღრე, ნარა რად გინდა...
ცოფიანი სპილო
21:01 05-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული