საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
2 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში, B ჯგუფის II ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 57:67 დამარცხდა.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17).

მესამე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:14). ბოლო პერიოდის წინ გერმანელთა უპირატესობა ანგარიშში 3
ქულამდე დავიდა.

მაგრამ ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო (14 ქულა, 8 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. 8-8 ქულა მიითვალეს მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ, 6 ქულა და 6 მოხსნა - მანუჩარ მარკოიშვილმა. 

მატჩის გმირი კი უდაოდ დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩაგვიგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.



დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა-იტალია (19:30 სთ) და ისრაელი-ლიტვა (22:30) ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მორიგ მატჩს უკვე 3 სექტემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
მართალი გითხრათ მე ძალიან მიკვირს გოლდენ-სტეიდის,ვერ ვხვდები რაში სჭირდება მას ფაჩულია,ის გინდ ყოფილა იქ ,გინდ არა,ამას რამნიშვნელობა აქვს,ხალხო ლიტვასთან მატჩი გადაახვიეთ და უყურეთ მე-4 მეოთხედის ბოლო წუთებს,ზაზამ ორჯერ ისროლა ახლო მანძილიდა და ორივე ააცილა,ორჯერ გარბენი გააკეთა,ამას ახალბედა კალათბურთელიც არ გააკეთებს,უარესად ითამაშა დღესაც,შრიოდერი არც ნბა-ს ჩემპიონია და არც გოლდენისთანა კლუბში თამაშობს,მაგრამ ზაზა მისი აჩრდილიც კი არ იყო,ძალიან მიკვირს ზაზას საქციელი,მოდი და მარჩიულის ჩაეგდო ის სამქულიანი,მაშინ ხო ორი წაგება გვექნებოდა ზედიზედ,ამას სიბოროტით კი არ ვამბობ, გული მტკივა და ეს მალაპარაკებს,ნეტა ზაზა ჯეიმსე მაგარი იყოს ეგ მინდა მეც.ასვე შენგელია ლიტვასთან მატჩის აჩრდილიც არ იყო,ცუდი იყო მარკოიშვილიც,მან თუ არ მოუმატა,წასულია საქმე,რა ემართება შერმადინს,პირდაპირ გაკვირვებული ვარ,არაოფიციალურ მატჩებში პირდაპირ ხევდა ყველაფერს,მაგრამ ევრობასკეტზე 0=ის ტოლია,დიქსონმაც ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა,განსაკუთრებით მატჩის მიწურულს,სკამიც მოკლე გვაქვს,ყველაფერი 7-ი კაცის კისერზე გადადის,მაგრამ რას ვიზამთ,რაც არის ის არის,დღევანდელი მატჩის წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა,ეს წაგება დაღს დაასვამს შემდგომ მატჩებს,შემდგომში გაცილებით მძიმე იქნება მატჩების მოგება,რაც მე პირადად ძალიან მაწუხებს,რაც არი,ის არი წარმატებები ბიჭებს.
roma
23:06 02-09-2017
5
ეს ის ბიჭები არიან გუშინწინ გმირები რომ იყვნენ. სპორტი მოულოდნელობებით არის სავსე და მთლად ილუზიებშიც ნუ დავიკარგებით. გერმანიის ნაკრებმა მოგვიგო და არა მალტის ან სან-მარინოს გუნდმა. გერმანიას ლეგიონერებიც ძლიერი ჰყავს და კლუბებიც მაღალი დონის, ჩემპიონატი კიდევ არაჩვეულებრივი. თქვენ გინდათ რომ "ბროზეს", "ალბას", "ლიუდვიგსბურგის" მოთამაშეებს უპირობოდ ვუგებდეთ "დინამოს", "ტიტების" და "ქუთაისის" კალათბურთელებით? ხომ არაფერი გვეშლება? იქნებ ინტერნეტში მაინც დავძებნოთ გერმანული კალათბურთის სხვადასხვა ნიუანსები და მერე ვინერვიულოთ.
................
22:47 02-09-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული