ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
თუ ჩვენ უკეთეს სპეციალისტს მოვიყვანთ, მაგას რა აჯობებს? მაგრამ თუ ჩვენ ახლა რა პრობლემაც გვქონდა, იგივე სხვა მწვრთნელის ხელშიც გვექნება, ასეთ შემთხვევაში ზუროსის წასვლას აზრი არა აქვს
fff
08 სექტემბერი 2017 16:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული