ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
მის ხელში ხელში ნაკრები სხვანაირად ათამაშდა და თან 7 კაცით..ბოლო სამი თამაში 6 კაცითაც მოკლედ მეც ვემხრობი მის დარჩენას.
08 სექტემბერი 2017 22:59
0
დავტოვოთ. იმსახურებს
kar
08 სექტემბერი 2017 22:19
0
დატოვეთ . მაგარი მწვრთნელია.
kar
08 სექტემბერი 2017 22:18
0
ზუროსი ჩავარდა, როგორც სტრატეგი. ცუდად დაგეგმა ნაკრების მზადება - ფორმის პიკზე ჩემპიონატამდე ვიყავით. მაგრამ, ზუროსი კარგი ტაქტიკოსია. გუნდმა დაცვაში თამაშს მოუმატა. აღარ ვთამაშობთ ამ ყბადაღებულ ზონურ დაცვას. ვიკა ძალიან დაგვაკლდა, განსაკუთრებით მოხსენბზე. მე, ზუროსს დავტოვებდი.
gogig
08 სექტემბერი 2017 22:04
4
რა წასვლა ზუროს ნუ გადაგვრიე, უნდა დარჩე, ძალიან მაგარი პიროვნება და მაგარი მწვრთნელი ხარ! თუ ამის გამო მიდიხარ გეტყვი რომ შენი ტექნიკურებით გამოწვეულმა ბრაზმა სულ რამდენიმე წუთში გამიარა :))))
B-52
08 სექტემბერი 2017 21:50
0
წინსვლა ჯობია, მოვიყვანოთ უკეთესი
ზურა
08 სექტემბერი 2017 20:47
20
ზუროსს ჰგონია შედეგი რომ ვერ აჩვენა ჩემმა დამოძღვრილმა გუნდმა უნდა წავიდეო. არ იცის საქართველოში ეგ პრინციპი რომ არ მუშაობს. აქ გუნდები მეგულება საერთოდ მოგება რომ არა აქვთ მაგრამ მაინც იძახიან წინ მივდივართ პროგრესიაო
ზურა
08 სექტემბერი 2017 20:04
4
ზუროსი შესანიშნავი პიროვნება ჩანს აქედან გამომდინარე ის ნაღდი კაცია და ვაჟკაცი,თავისი საქმის კარგი მცოდნე,მან ისეთი თამაშები მოაგებინა საქართველოს ნაკრებს,რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს,მან საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ბრძოლა ასწავლა,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა,პირადად ვთვლი რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლა ამ ტურნირზე შედეგიანი იყო,მე მჯერა თუ ის დარჩება მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უკეთეს შედეგს აჩვენებს.
ზასტაველი
08 სექტემბერი 2017 18:18
1
ყოჩაღ ზასტაველო,50 მოწონება,მგონი რეკორდია.მეც რა თქმა უნდა მათ რიცხვში ვარ.
სოსო
09 სექტემბერი 2017 11:40
0
რაც ზუროსმა დაწერა, მე მანდ გამოსამშვიდობებელი სიტყვები და ორაზროვანი ვერაფერი ამოვიკითხე. "...... ჩვენი მიზანი არ არის დასრულებული! ყოველთვის ამაყი ვარ საქართველოს მხარდაჭერით"
ლევანი
08 სექტემბერი 2017 18:07
2
ვაისს ტოვებთ და ზუროს უშვებთ?? სადარის სამართალი?? პირიქით ხელი შეუწყეთ ყველანაირათ რო აქედან წასვლაზე არც იფიქროს!!
კოტე
08 სექტემბერი 2017 18:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული