"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Zazs რა საცოდავი ვინმე ხარ თუ იცი ნეტა.
არის კიდევ ერთი ასპექტიც,ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს რომ ეს მარცხი უიღბლობების დამთხვევის შედეგი იყო და არა ნაკრების სისუსტის,აქ კი დასამტკიცებელი ყველაზე მეტი გიორგი ცინცაძეს აქვს(ზოგიერთებისათვის,ვინც მისი ტრავმა არ გაითვალისწინა და ხელი ჩამოაწმინდა,თორემ მე მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცი და კლასიც).
სწორად და სწრაფად გაიზრდება.
მოკლედ, მარკოიშვილი თუ დატოვებს ნაკრებს(ისიც ასაკშია), ეგ იქნება დიდი დანაკლისი, თორემ ფაჩულია("ლაშა"-ს ვეთანხმები, ისედაც ვეღარ ითამაშებდა) და ცინცაძე უკვე მაინც ვეღარ "ქაჩავენ".