გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

AutoSharing Option
გუშინ,  "პირველ არხზე" სტუმრობისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
საქართველოს ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
გასაგებია ყველანი ძაან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეგ წარსულშია და ვერაფერს შევცლით. შენი გადაწყვეტილებაცდა ზაზასიც მე ვფიქრობ ამ გადაწწყვეტილებაზე მე დარწმუნებული ვარ ამ ევროპის ჩემპიონატმაც იქონია თავისი ზეგავლენაც. შენც და ზაზაც ორივე გიყვარხართ ძალიან. თქვენ ბევრი გაგიკეთებიათ ნსკრებისთვს და იმედგაცრუების მეტი სიხარული მოგვანიჭეთ. მე ერის ხმით გეტყვით, რომ ჯერ ადრეა. მსოფლიოს მერე, ორ წელში. ნუ ფიქრობთ ისე, თითქოს ერის სირცხვილი ხართ. ჩვენ გვიყვარხართ ძალიან და თქვენი თითოეული მონიჭებული სიხარული გვახსოვს. თუ ნახავ გიორგი ამ კომენტარს, კარგად დაფიქრდი. რამ დაგაბერა 31 წლის კაცი? ან ზაზაც გატეხილშია დარწმუნებული ვარ, თორემ ან ეგ რამ დააბერა 33 წლისას? კალათბურთელები 39-40 წლამდეც თამაშობენ ფეხბურთელებზე მეტს. მოკლედ, კარგად დაფიქრდით. დანარჩენი თქვენზე იყოს
manchester 1
11 სექტემბერი 2017 13:40
0
არა გიორგი.
შენი წასვლა ნაკრებიდან ჯერ ადრეა, არ ჩანს არავინ ისე მომწიფებული, რომ ახლავე შესძლოს გამთამაშებლად დადგომა ისე რომ საქმე არ გაფუჭდეს.
ვფიქრობ ეს მსოფლიოს შესარჩევი აუცილებლად უნდა დაეხმარო ნაკრებს და ქვეყანას და მხოლოდ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისათვის(მჯერა რომ შეგვიძლია გასვლა სწორი მიდგომის და ერთტად შეკვრის შემთხვევაში) შენთან ერთად უკვე უნდა მოიძებნოს ის ახალგაზრდაც ვინც შენს გვერდით გაიზრდება და სათამაშო დროს გაუნაწილებ და გამოცდილებასაც გაუზიარებ.
ახლა წასვლა კი ძალიან მტკივნეული იქნება ნაკრებისათის და ყველამ ასე ერთად რომ დაიხუროთ ქუდი და წახვიდეთ დიდი პრობლემის წინაშე დადგება ნაკრები და ამდენი წლის მანძილზე ნაშენები სტაბილური და ანგარიშგასაწევი გუნდიდან მაჩანჩალად ჩამოვქვეითდებით.
ამიტომ თხოვნა გვექნება ქომაგებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე დაუდგე ქვეყანას დასახმარებლად!

P.ს. იგივეს ვიტყობი მანუჩართან და სხვებთან მიმართებაში. არავისი წასვლის დრო არაა ახლა და ახლა ნაკრების მიტოვება, ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება. ზაზას წასვლა, ვფიქრობ სწორი და დროულია, ცენტრის პოზიციაზე პრობლემა არ შეგვექმნება, შერმადინი პირიქით უფრო ტავდაჯერებული იქნება პირველ ცენტრად და ბიტაძეც გაიზრდება, მამუკელაშვილის საკითხიც იმედია მოგვარდება მალე და ისიც შეგვეშველება.
რაც შეეხება ნაკრების კაპიტნის საკითხს, ყველაზე კარგ კანდიდატურად (ნუ ეწყინება ნურავის) მარკოიშვილი მიმაჩნია თავისი ცოდნა-გამოიცდილებით და მის შემდეგ ვიცე-კაპიტნებად შენგელია და ცინცაძე!
მადლობა ყველაფრისათვის რაც აქამდე გაგიკეტებიათ, მაგრამ ჯერ წასვლის დრო არაა, კიდევ არის საბრძოლი ჯერ!
ქომაგი
11 სექტემბერი 2017 12:50
3
მე მგონი კაი ხანი ცხვირს ვეღარ შევყოფთ ვერც მსოფლიო ჩემპიონატში და ვერც ევროპის ჩემპიონატში. ეს იყო ყველაზე კარგი და დზლიერი თაობა ჩვენი ნაკრების ისტორიაში რომელსაც ვერ ვაფასებთ. ნი ვითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე გავცემთ. უანგაროდ ემსახურეს სამშობლოს, საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და ევროპელებს გააცნეს ეს ქვეყანა. მეტი რა გინდათ? ბურთი არ გვაქ მოედანი არ გვაქ ფული არ გვაქ მწვრთნელი არ გვყავს და არ გიკვირთ რომ ამდენი მოხერხდა?? მადლობა გიოსაც და ზაზასაც. გეკუთვნით დამსახურებულად მოპოვებული დასვენება. აბა ვნახოთ ერთი რას იზავენ ახალგაზრდები. ამის ნახევარსაც თუ შეძლებენ მე კმაყოფილი ვიქნები
.
11 სექტემბერი 2017 18:03
2
მსოფლიოს შესარჩევებში ცინცაძე საჭიროა ნაკრებისთვის!....
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია მოსაპოვებელი .უნდა ითამაშოს დღეისთვის ყველა საუკეთესომ
24 და 27 ნოემბერს ორი ურთულესი ბრძოლა გვაქვს(გერმანიაში-გასვლა და თბილისში -სერბებთან)...ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.მართალია სამი გადის შემდეგ ეტაპზე,მაგრამ ქულები გადაყვება და თითოელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს!
ზაზა
11 სექტემბერი 2017 14:12
2
ახალგაზდებს უნდა მიცეს მეტი დრო!! სამქულიანების მსროლელები გვჭირდება! ხო ხედავთ იტალია როგორ გაძვრა და რამხელაზე_)) ასე რო ბიჭების ოფთალმოლოგთან წაყვანა საჭირო და მერე სამქულიანებზე ვარჯიში!!! რაც არუნდა გუნდურად შეკრული იყო მაინც გაგტეხავს შენი დონის გუნდი სამქულიანებით
zura
11 სექტემბერი 2017 13:55
1
Erti axalgazrda daasaxele vinc bus shecvlis
Sergi
11 სექტემბერი 2017 14:32
3
გასოლი 37 არის და თამაშობს...მოუნდათ დასვენება
vasilii
11 სექტემბერი 2017 13:51
1
ჯერ რა დროს წასვლაა? ახალგაზრდობისთვის ადგილის დათმობა რა მიზეზია, ის ახალგაზრდა შენს გვერდით რომ გაიზდება, ისე თქვენს გარეშე გაიზრდება ძლიერ კალათბურთელად? რაც შეეხება ჯგუფიდან ვერ გასვლას, ეს კალათბურთელების და მწვრთნელის ბრალი არაა. ამის მიზეზი ფედერაციაშია საძებნი. ან ზაზას რა ჭირს უკვე გუნდმა მიაღწია იმ თამაშს, რომ მსოფლიოზე სანიკიძის და ბურჯნაძის დახმარებით შესაძლებელია წარმატებით გამოსვლა. ზაზას წასვლა მხოლოდ ზიანის მომტანია, ჯერ მსოფლიოზე გამოასწორეთ ეს იმედგაცრუება და მერე იფიქრეთ წასვლაზე.
akaki
11 სექტემბერი 2017 13:20
1
ზაზა33 წლისაა,გიორგი და მანუ 31.ბიჭებზე დაუმსახურებელი კრიტიკის ძალიან დიდი ნიაღვარი გადმოვიდა და ჩემთვის გასაგებია,რომ ემოციებზე ასეთი განცხადებები გააკეთეს.გაივლის ცოტა ხანი,ემოციებიც ჩაცხრება და დაწყნარებულ გულზე დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლიან.შესარჩევის თამაშები ისეთ დროს უწევს,ზაზა მასში მაინც ვერ ითამაშებს,მაგრამ თუ გავალთ და დანარჩენი შემადგენლობის დარჩენის პირობებში აუცილებლად გავალთ,უკვე გამოჩნდება რამდენად მომწიფდა გოგა ბითაძე ძირითადისათვის.ზაზაზეც მერე ვილაპარაკოთ.რაც შეეხება გიოსა და მანუს,მათი ყოფნა ნაკრებში სასიცოცხლოდ აუცილებელია,მით უმეტეს,რომ 31 წელი საუკეთესო ასაკია კალათბურთში.თანაც ახალგაზრდულის ბიჭები გამოცდილების გვერდით გაცილებით სწრაფად გაივლიან განვითარების ეტაპებს და გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი წევრები,სხვა შემთხვევაში მათი ზრდის სიჩქარე განახევრდება და ვერც მიაღწევენ იმ სიმაღლეებს,რისი პოტენციაც მათ აქვთ.
არის კიდევ ერთი ასპექტიც,ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს რომ ეს მარცხი უიღბლობების დამთხვევის შედეგი იყო და არა ნაკრების სისუსტის,აქ კი დასამტკიცებელი ყველაზე მეტი გიორგი ცინცაძეს აქვს(ზოგიერთებისათვის,ვინც მისი ტრავმა არ გაითვალისწინა და ხელი ჩამოაწმინდა,თორემ მე მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცი და კლასიც).
სოსო
11 სექტემბერი 2017 18:04
1
აბსოლუტურად ვიზიარებ მეგობარო თქვენს მოსაზრებას.ერთი ორი წელი ძველი ბირთვი კიდევ უნდა დარჩეს და ახალგაზრდობაც უფრო
სწორად და სწრაფად გაიზრდება.
პაატა
11 სექტემბერი 2017 23:39
0
არ შეძლება ბიჭებო ქვეყანას გაებუტო, ცივი გონებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი საკუთარი თავიდან დაწყებული საერთო სიტუაცით დამთავრებული ისედაც მოკლე სკამი გვაქ მოიხადეთ ვალი დაეხმარეთ ნაკრებს მსოფლიოზე გასვლაში და კარგ ნოტაზე დატოვეთ ნაკრები მაშინაც და ეხლაც უყვარხართ ყველა გულშემატკივარს!
კახა
11 სექტემბერი 2017 23:00
1
როგორც იქნა ამ ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
magaria
11 სექტემბერი 2017 14:15
21
Unda darches aucileblad
Sergi
11 სექტემბერი 2017 17:20
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული