"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია მოსაპოვებელი .უნდა ითამაშოს დღეისთვის ყველა საუკეთესომ
24 და 27 ნოემბერს ორი ურთულესი ბრძოლა გვაქვს(გერმანიაში-გასვლა და თბილისში -სერბებთან)...ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.მართალია სამი გადის შემდეგ ეტაპზე,მაგრამ ქულები გადაყვება და თითოელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს!