"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენი წასვლა ნაკრებიდან ჯერ ადრეა, არ ჩანს არავინ ისე მომწიფებული, რომ ახლავე შესძლოს გამთამაშებლად დადგომა ისე რომ საქმე არ გაფუჭდეს.
ვფიქრობ ეს მსოფლიოს შესარჩევი აუცილებლად უნდა დაეხმარო ნაკრებს და ქვეყანას და მხოლოდ ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისათვის(მჯერა რომ შეგვიძლია გასვლა სწორი მიდგომის და ერთტად შეკვრის შემთხვევაში) შენთან ერთად უკვე უნდა მოიძებნოს ის ახალგაზრდაც ვინც შენს გვერდით გაიზრდება და სათამაშო დროს გაუნაწილებ და გამოცდილებასაც გაუზიარებ.
ახლა წასვლა კი ძალიან მტკივნეული იქნება ნაკრებისათის და ყველამ ასე ერთად რომ დაიხუროთ ქუდი და წახვიდეთ დიდი პრობლემის წინაშე დადგება ნაკრები და ამდენი წლის მანძილზე ნაშენები სტაბილური და ანგარიშგასაწევი გუნდიდან მაჩანჩალად ჩამოვქვეითდებით.
ამიტომ თხოვნა გვექნება ქომაგებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე დაუდგე ქვეყანას დასახმარებლად!
P.ს. იგივეს ვიტყობი მანუჩართან და სხვებთან მიმართებაში. არავისი წასვლის დრო არაა ახლა და ახლა ნაკრების მიტოვება, ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება. ზაზას წასვლა, ვფიქრობ სწორი და დროულია, ცენტრის პოზიციაზე პრობლემა არ შეგვექმნება, შერმადინი პირიქით უფრო ტავდაჯერებული იქნება პირველ ცენტრად და ბიტაძეც გაიზრდება, მამუკელაშვილის საკითხიც იმედია მოგვარდება მალე და ისიც შეგვეშველება.
რაც შეეხება ნაკრების კაპიტნის საკითხს, ყველაზე კარგ კანდიდატურად (ნუ ეწყინება ნურავის) მარკოიშვილი მიმაჩნია თავისი ცოდნა-გამოიცდილებით და მის შემდეგ ვიცე-კაპიტნებად შენგელია და ცინცაძე!
მადლობა ყველაფრისათვის რაც აქამდე გაგიკეტებიათ, მაგრამ ჯერ წასვლის დრო არაა, კიდევ არის საბრძოლი ჯერ!