გიორგი ცინცაძე: ნაკრებში, ალბათ, აღარ ვითამაშებ

AutoSharing Option
გუშინ,  "პირველ არხზე" სტუმრობისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ისიც ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა - შესაძლოა, მეც დავასრულო სანაკრებო კარიერა. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, სჯობს ახალგაზრდებს დავუთმო ჩემი ადგილი, ჩემი სათამაშო დრო.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ზედმეტად ახალგაზრდები იყვნენ და ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად ამ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლაც გარდაუვალია. სჯობს ყველაფერი ადრევე დავიწყოთ, რადგან 20-21 წლის ასაკში უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები
საქართველოს ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
Shen magalitad
Zazs რა საცოდავი ვინმე ხარ თუ იცი ნეტა.
zaza
14 სექტემბერი 2017 16:54
0
შეუცვლელები არ არსებობენ. ცინცაძეს ტრავმა თუ ჰქონდარატომ ათამაშებდნენ. ეს ხომ მის ჯანმრთელობაზე უკუ აისახება. არა და ის კიდევ გამოადგება ნაკრებს. მიეცათ ახალგაზრდებისათვის მეტი თამაშის დრო, რაც მოხდა იმაზე უარესი ხომ არ მოხდებოდა. აბა როდის და სად უნდა ათამაშონ ისინი რომ სწრაფად დაოსტატდნენ. მეტი ნდობაა საჭირო, მართლა ტურისტები ხომ არ არიან და ტაშის დამკვრელები. ზაზა ფაჩულია ცაში რომ აგყავთ, დაასახელეთ რომელი თამაში ჩაატარა ნაკრებში რაც ევრობასკეტზე გამოვდივართ, გვეთქვას, რომ ეს მისი დამსახურეებაო. პირიქით ნაკრები მის გარეშეც მშვენივრად თამაშობდა, გამოჩნდა და მერე აირია ყველაფერი. კარგად დააკვირდით მოვლენებს. როგორც სჩანს მას არ უნდა, რომ მასზე წინ ვინმე წავიდეს.თორემ ზაზა რომ საამაყო და სათაყვანებელი კაცია ამას თქმა არ უნდა. რაც გააკეთა შრომით ააქვს მოპოვებული.
დემე
12 სექტემბერი 2017 10:16
1
დემე,ნომერი ორი გამთამაშებელი საქართველოში გამყრელიძეა და ისიც გიორგის თანატოლი უნდა იყოს.ჯერ მისი თამაში ხომ ვნახეთ და სხვები წარმოიდგინე სად არიან.მოდიან პატარა ბიჭები,მაგრამ ჯერ ძალიან შორს არიან.
სოსო
16 სექტემბერი 2017 12:05
0
რაც მან ევრობასკეტზე შეცდომები უშვა ჯობია წავიდეს და სხვას მისცეს შანსი
ებიჯო
11 სექტემბერი 2017 23:54
8
ძმურად, ის სხვა ვინაა ხომ ვერ გვეტყვი? გამყრელიძე თუ ლეჟავა?
andro
12 სექტემბერი 2017 14:18
0
Shen magalitad
Zazs
12 სექტემბერი 2017 03:48
1
არ შეძლება ბიჭებო ქვეყანას გაებუტო, ცივი გონებით უნდა შეაფასოთ ყველაფერი საკუთარი თავიდან დაწყებული საერთო სიტუაცით დამთავრებული ისედაც მოკლე სკამი გვაქ მოიხადეთ ვალი დაეხმარეთ ნაკრებს მსოფლიოზე გასვლაში და კარგ ნოტაზე დატოვეთ ნაკრები მაშინაც და ეხლაც უყვარხართ ყველა გულშემატკივარს!
კახა
11 სექტემბერი 2017 23:00
1
დიდი პოტენციალი არა ჩემი შაშა კოლა. მაგარი დანძრეული აქვს საქართველოს ნაკრებს უკვე თავქვეზე არიან და პერსპექტივა ც არ ჩანს
zura
11 სექტემბერი 2017 22:19
8
ცინცაძეს ოდნავ დაღვინება უნდა, ზუსტად მაგ ასაკში შედის ეხლა და ძალიან წაადგება გამოცდილ თუ ახალგაზრდა ნაკრებს. ყველაფერი მშვენივრად შეუძლია ამ ბიჭს, ფსიქოლოგიურად ჭირდება ოდნავ განმტკიცება და გაკაჟება. იმედია არ წავა.
რეზო
11 სექტემბერი 2017 21:14
0
ზაზა33 წლისაა,გიორგი და მანუ 31.ბიჭებზე დაუმსახურებელი კრიტიკის ძალიან დიდი ნიაღვარი გადმოვიდა და ჩემთვის გასაგებია,რომ ემოციებზე ასეთი განცხადებები გააკეთეს.გაივლის ცოტა ხანი,ემოციებიც ჩაცხრება და დაწყნარებულ გულზე დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლიან.შესარჩევის თამაშები ისეთ დროს უწევს,ზაზა მასში მაინც ვერ ითამაშებს,მაგრამ თუ გავალთ და დანარჩენი შემადგენლობის დარჩენის პირობებში აუცილებლად გავალთ,უკვე გამოჩნდება რამდენად მომწიფდა გოგა ბითაძე ძირითადისათვის.ზაზაზეც მერე ვილაპარაკოთ.რაც შეეხება გიოსა და მანუს,მათი ყოფნა ნაკრებში სასიცოცხლოდ აუცილებელია,მით უმეტეს,რომ 31 წელი საუკეთესო ასაკია კალათბურთში.თანაც ახალგაზრდულის ბიჭები გამოცდილების გვერდით გაცილებით სწრაფად გაივლიან განვითარების ეტაპებს და გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი წევრები,სხვა შემთხვევაში მათი ზრდის სიჩქარე განახევრდება და ვერც მიაღწევენ იმ სიმაღლეებს,რისი პოტენციაც მათ აქვთ.
არის კიდევ ერთი ასპექტიც,ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს რომ ეს მარცხი უიღბლობების დამთხვევის შედეგი იყო და არა ნაკრების სისუსტის,აქ კი დასამტკიცებელი ყველაზე მეტი გიორგი ცინცაძეს აქვს(ზოგიერთებისათვის,ვინც მისი ტრავმა არ გაითვალისწინა და ხელი ჩამოაწმინდა,თორემ მე მისი ფასიც ძალიან კარგად ვიცი და კლასიც).
სოსო
11 სექტემბერი 2017 18:04
1
აბსოლუტურად ვიზიარებ მეგობარო თქვენს მოსაზრებას.ერთი ორი წელი ძველი ბირთვი კიდევ უნდა დარჩეს და ახალგაზრდობაც უფრო
სწორად და სწრაფად გაიზრდება.
პაატა
11 სექტემბერი 2017 23:39
0
მე მგონი კაი ხანი ცხვირს ვეღარ შევყოფთ ვერც მსოფლიო ჩემპიონატში და ვერც ევროპის ჩემპიონატში. ეს იყო ყველაზე კარგი და დზლიერი თაობა ჩვენი ნაკრების ისტორიაში რომელსაც ვერ ვაფასებთ. ნი ვითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე გავცემთ. უანგაროდ ემსახურეს სამშობლოს, საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და ევროპელებს გააცნეს ეს ქვეყანა. მეტი რა გინდათ? ბურთი არ გვაქ მოედანი არ გვაქ ფული არ გვაქ მწვრთნელი არ გვყავს და არ გიკვირთ რომ ამდენი მოხერხდა?? მადლობა გიოსაც და ზაზასაც. გეკუთვნით დამსახურებულად მოპოვებული დასვენება. აბა ვნახოთ ერთი რას იზავენ ახალგაზრდები. ამის ნახევარსაც თუ შეძლებენ მე კმაყოფილი ვიქნები
.
11 სექტემბერი 2017 18:03
2
ეს ევრო აშკარად ჩაუვარდა ბუს. რა იყო ამის მიზეზი ჩვენ არ ვიცით. მე მგონია ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზეზი. საქართველოს ჩემპიონატიდან ამ დონის ტურნირზე გადართვა ძალიან ძნელია! ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მისი შემცვლელი არ გვყავს. თან თუ დიქსონიც ვერ შევინარჩუნეთ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. გამყრელიძის იმედად მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის გადატანაც გაგვიჭირდება
andro
11 სექტემბერი 2017 17:46
0
მგონი კი არა ასეა,ლიტვასთან მეორე პერიოდში იღრძო კოჭი და მას შემდეგ ასე ტრავმიანი თამაშობდა.აქედან იყო ამდენი შეცდომა ,თორემ მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი დაფრინავდა.ამაზე ამბონდნენ ტელევიზორში და მისი გასიებული კოჭიც კი აჩვენეს,მაგრამ გიომ მაინც ითამაშა და დარწმუნებული ვარ ეს ტრავმა კიდევ ბევრჯერ შეახსენებს თავს,მაგრამ გუნდისათვის თავი გადადო და რაც შესძლო მაინც გააკეთა.როცა მას ვიღაცა ადანაშაულებს,ესეც ხომ უნდა გაივალისწინოს.ბავშვობაში ერთხელ მეც ვითამაშე ნაღრძობი კოჭით და ერთი კვირის შემდეგ ვითამაშე კალათბურთი.40 წელზე მეტია გასული და მაშინდელის შედეგი კიდევ მომდევს,გიორგიმ კი ერთი დღე დაისვენა და შემდეგ ოთხი თამაში ითამაშა.ჩემს გამოცდილებაზე წარმომიდგენია რა ტკივილს განიცდიდა გიორგი და მადლობის ნაცვლად მისი კრიტიკა რა თქმა უნდა ძნელი ასატანია.სწორედ ამიტომ ვაფასებ სხვებზე მეტად ცინცაძის გამოსვლას და არასოდეს დავუვიწყებ ამ თავდადებას,თუმცა ასევე ძალიან ვაფასებ დანარჩენი ბიჭების გამოსვლასაც,მათ ხომ ყველასთან ბოლომდე იბრძოლეს და თავი არავის დაუხარეს.
სოსო
12 სექტემბერი 2017 16:03
0
ზაზა ფაჩულიას "ქართული" დაავადება შეეყარა. ბოლო დროს ზედმეტად "თავში აუვარდა" და თანაგუნდელებს და მწვრთნელებს არაფრად აგდებდა. ერთხელ ისიც თქვა, მე უფრო მეტი ვღირვარ, ვიდრე თქვენ ყველა ერთადო. ევროპის ჩემპიონატზე იმაზე ღიზიანდებოდა, მწვრთნელს შერმადინი რომ დიდი ხნით შეყავდა მოედანზე. გიორგი ცინცაძე მაიკლ დიქსონის წარმატებულ თამაშზე კომპლექსდებოდა. ეს შარშანდელ შესარჩევზე ხმამაღლა დააფიქსირა კიდეც.
მოკლედ, მარკოიშვილი თუ დატოვებს ნაკრებს(ისიც ასაკშია), ეგ იქნება დიდი დანაკლისი, თორემ ფაჩულია("ლაშა"-ს ვეთანხმები, ისედაც ვეღარ ითამაშებდა) და ცინცაძე უკვე მაინც ვეღარ "ქაჩავენ".
შოთა
11 სექტემბერი 2017 17:44
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული