მიხეილ გაბრიჩიძე: ილიას ზუროსი ნაკრებში რჩება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც მოელოდნენ, ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის გამოკლებამ, აგრეთვე  ზაზა ფაჩულიას მიერ აკროპოლისის თასის წინა ვარჯიშზე ტრავმის მიღებამ და ევრობასკეტ 2017-ის პირველივე შეხვედრაში გიორგი ცინცაძის დაშავებამ, გამოიწვია ის, რომ არასრული 6 მოთამაშით მოუწიათ ასპარეზობა, რამაც თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჯგუფში ჩარჩენას, ცოტა სხვანაირი კალენდარი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსხვავებულად მომზადება მართებთ.

გაბრიჩიძემ ცინცაძისა და ილიას ზუროსის შესახებაც ისაუბრა:

"ცინცაძემ ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება ჩემის აზრით, ემოციურ ფონზე გააკეთა, შევხვდები და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხზე. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ფაქტიურად ცალი ფეხით ითამაშა. დამშვიდდება, დაწყნარდება და იმედია, დარჩება გუნდში. ის ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, წამყვანი ფიგურაა.

ძალიან გამაკვირვა ზუროსზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს ნაკრებიდან მიდიოდეს. ეს ტყუილია, 10 დღის განმავლობაში ჩამოვა თბილისში და შევუდგებით ახალი გუნდის ფორმირებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ სხვა, განსხვავებული ფორმატია და მზადების ახალი გეგმაა საჭირო. ასე რომ, ზუროსი რჩება".
მკითხველის კომენტარები / 23 /
ზუროსის სერიოზული ნაკლია ზედმეტი ემოციურობა, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა! თითქმის ყველა თამაშში ტექნიკური და საჯარიმო სროლები აიკიდა, მათ შორის იტალიასთან თამაშშიც, სადაც სწორედ 2 ქულით წავაგეთ. ჩვენ ქართველები თავადაც ზედმეტად ემოციურები ვართ და მწვრთნელის ნევროზულობის დამატება უარყოფითი ფაქტორია. წინა ევრობასკეტზე ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის დინჯი საქციელი გუნდზე პოზიტიურად მოქმედებდა.
444444
12 სექტემბერი 2017 11:35
1
ცინცაძესთან ერთად ზაზას დარჩენაზეც რომ იზრუნოთ ცუდი არ იქნება. ზაზა მაშინ უნდა წავიდეს როცა მისი წასვლა ნაკრებს არ დააკლდება. ეხლა ზაზას წასვლა ნაკრებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ცქიტიშვილივით მოქცევა ზაზასგან ვერ წარმომიდგენია???
akaki
12 სექტემბერი 2017 09:52
2
ზაზა ფაჩულია ნაკრებში ვერანაირად ვერ დარჩება. ახლა იწყება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ეს ციკლი ორსაფეხურიანია და ნბა-ს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ტარდება. შესაბამისად, ნბა-ს არცერთი კალათბურთელი არ მიიღებს მონაწილეობას(ეს ფიბა-სთან უკვე შეთანხმებულია). რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ახალი რეგულაციებით ის ოთხ წელში ერთხელ იმართება, ანუ, შემდეგი იქნება 2021 წელს. იმ დროისათვის 37 წლის ზაზას კალათბურთისთვის თავი საერთოდ დანებებული ექნება. მოკლედ, აუცილებელია, დარჩეს მართლა საუკეთესო მწვრტნელი დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში და ახალი ფორმაციის ნაკრების შექმნაზე იზრუნოს.
ლაშა
12 სექტემბერი 2017 16:52
1
და ეგ სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა როგორც ვიცი და სახელმწიფო რა შუაშია მის რემონტთან.ზუროსი კიდე დარჩება აპა სად წავა მხოლოდ ეგარი ეხლა პრობლემა ითამაშებენ თუარა ნაკრებში ევროლიგის ბიჭები შერმადინი და შენგელია.
zaza
12 სექტემბერი 2017 14:56
0
ცენტრის პოზიციაზე მაგი აყენებს სასტავს ბოისამ უნდა გამოიზახოს დვალიშვილი
შოთა გუგეშაშვილი
12 სექტემბერი 2017 07:39
1
ვეთანხმები შოთას, დვალიშვილი გამოსაძახებელია ნამდვილად ნაკრებში და ვფიქრობ ლიდერების დასასვენებლად კი არა ბევრად მეტის კეთება შეუძლია, მის თამაშებს თუ ნახავთ საკმაოდ ბრძოლისუნარიანია და თან დაუღალავი, საშუალო დისტანციიდან კარგად ისვრის და თუ საშუალება მიეცა არც სამიანებზე იძახის უარს, ფარზე კარგად მუშაობს და აშკარად უქმნის პრობლემებს მოწინააღდეგეს პოზიციურად, მე რაც დავაკვირდი არც პასების კეთებას ერიდება, საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი კალათბურთელია, ჩემი აზრით და არა მარტო უეჭველი უნდა დაუძახონ ნაკრებში, ისე ამისთვის სპორტული ჟურნალისტები უნდა გააქტიურდნენ და თუ ვინმე არის კიდევ ნაკრებისთვის მზად უნდა დაიწეროს და მიეძღვნას მათ სტატიები !!!
ლადო
12 სექტემბერი 2017 11:58
0
ნუ, დარჩეს, რა ვუყოთ... მთავარია, თავად არ შევიდეს პარკეტზე, თუმცა ზოგიერთს, ალბათ, აჯობებს...
მსქროლავი ტროლი
12 სექტემბერი 2017 13:07
4
ზუროსი კარგი მწვრთნელია მაგრამ პასუხი გაგვცეს ზოგ ზოგიერთების ნაკრებში ყოფნაზეც .მგონია რომ მასზე უკეთესიც შეიძლება მოინახოს თუ არა დარჩეს მაგრამ წლევანდელ შეცდომებს ნუ გაიმეორებს
bodo
12 სექტემბერი 2017 09:51
1
გიორგი შენ ხარ წამყვანი მოთამაშე დღევანდელ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების, მსოფლიოზე შენ უნდა უკაპიტნო ნაკრებს და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდა კალათბურთელებს შენი დიდი იმედი გვაქვს.
giorgi
12 სექტემბერი 2017 09:30
0
გაბრიჩიძეა ეგ
zaza
11 სექტემბერი 2017 23:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული