მიხეილ გაბრიჩიძე: ილიას ზუროსი ნაკრებში რჩება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც მოელოდნენ, ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის გამოკლებამ, აგრეთვე  ზაზა ფაჩულიას მიერ აკროპოლისის თასის წინა ვარჯიშზე ტრავმის მიღებამ და ევრობასკეტ 2017-ის პირველივე შეხვედრაში გიორგი ცინცაძის დაშავებამ, გამოიწვია ის, რომ არასრული 6 მოთამაშით მოუწიათ ასპარეზობა, რამაც თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჯგუფში ჩარჩენას, ცოტა სხვანაირი კალენდარი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსხვავებულად მომზადება მართებთ.

გაბრიჩიძემ ცინცაძისა და ილიას ზუროსის შესახებაც ისაუბრა:

"ცინცაძემ ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება ჩემის აზრით, ემოციურ ფონზე გააკეთა, შევხვდები და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხზე. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ფაქტიურად ცალი ფეხით ითამაშა. დამშვიდდება, დაწყნარდება და იმედია, დარჩება გუნდში. ის ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, წამყვანი ფიგურაა.

ძალიან გამაკვირვა ზუროსზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს ნაკრებიდან მიდიოდეს. ეს ტყუილია, 10 დღის განმავლობაში ჩამოვა თბილისში და შევუდგებით ახალი გუნდის ფორმირებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ სხვა, განსხვავებული ფორმატია და მზადების ახალი გეგმაა საჭირო. ასე რომ, ზუროსი რჩება".
მკითხველის კომენტარები / 23 /
ილიასის დონის მწვრთნელი არც ერთ ქართული სპორტის სახეობას არ ჰყავს! ბრავო მას!!!
oto
11 სექტემბერი 2017 23:36
1
პირველ რიგში ფედერაციამ უნდა იზრუნოს ზუროსის შენარჩუნებაზე, მე მჯერა ამ კაცის რომ უფრო მეტს მიაღეწევს ჩვენს ნაკრებში, მართალი გაბრიჩიძე რომ მოსალოდნელი იყო ნაკრების ჩავარდნა ძნელია 6 კალათბურთელით ევრობასკეტზე ასეთ გიჟურ ტემპში თამაში
ზიზუ
12 სექტემბერი 2017 00:34
0
ძალიან კარგი!
zurab
11 სექტემბერი 2017 23:31
0
შემდეგი ევრობასკეტის ჯგუფურს რომ თბილისმა უმასპინძლოს არ არის შანსი? არ ცდილობს ფედერაცია ამას?
gia
11 სექტემბერი 2017 23:49
0
აუ რა მაგარი იქნებოდა,მარტო დარბაზის რესტავრაციაა საჭირო,თორე ძაან მაგარი სასახლე გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო,პროსტა მაგარი რემოტია საჭირო.ფედერაციამ და სახწელმწიფომ სერიოზულად უნდა იფიქროს ამაზე,წელსაც შეიძლეოდა,მარა ამას ტრაკი უნდა!
oto
12 სექტემბერი 2017 00:06
0
ძალიან კარგი, მაგრამ ბავშვთა კალათბურთს მიხედეთ თორე არაფერი გვეშველება მომავალში.
dato
12 სექტემბერი 2017 12:29
0
კალათბურტელები არა გვყუავს და მწვრთნელი რად გვინდა, კალათბურთის ნაკრები უკვე ჩვენი ფეხბურთის ნაკრებივით გახდება, ეგ კი არადა ფეხბურთის ნაკრები უფრო მაღალ დონეზე იქნება ვიდრე კალათბურთი, რადგან ეს ტაობა უკვე დაამტავრებს მაქსიმუმ სამ წელიწადში კარიერას და ახალი ტაობა კიდევ არ ჩანს, ბავშვებისთვის იმხელა ფასები ადევს კალათბურთში ვარჯიშს, რომ რიგითი მოქაქლქის შვილი მანდ ვერ ივლის და ფულიანი ხალ;იხს შვილები კიდევ მხოლოდ გასდართობად ივლიან, არც მწვღტნელები წყვეტენ ვარსკვლავებს, თვითონაც არ იციან ბავშვებს რას ასწავლიან, არცერთმა ბავშვმა წესიერად კალათში სროლა არ იცის და მარტო მოედანზე სირბილით ტამაშს ვერ მოიგებ,
HOO
12 სექტემბერი 2017 12:11
0
უნდა დარჩეს.
განსხვავებით ვაისისგან, რომელიც აქამდეც გასაგდები იყო
lashamax
12 სექტემბერი 2017 09:32
2
ვაისი საერთო ამბავში ტოპ მწვრთნელებისგან შორს არის, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა დარჩეს. მას შეუძლია შედარებით მაღალ საფეხურამდე მიგვიყვანოს სადაც საჭირო იქნება უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი. ზუროსი ერთმნიშვნელოვნად უნდა დარჩეს
gio
12 სექტემბერი 2017 11:08
0
ზუროსი, ცინცაძე, დიქსონი უნდა იყვნენ გუნდში ანატოლის უნდა ეყოს სიმამაცე და თვითონ უნდა წავიდეს გუნდიდან.
გოგი ქუთაისელი
12 სექტემბერი 2017 12:19
0
კარგი ინფორმაციაა. ცინცაძეც უნდა დარჩეს და მაკლ დიქსონიც აუცილებლად უნდა დავიტოვოთ, სხვა რაიმე გეგმები არ გამოძებნოს. შესარჩევში სანიკიძე და ბურჯანაძე თუ გვეყოლება, უკვე სერიოზული ძალა ვიქნებით.
დათო
12 სექტემბერი 2017 11:36
0
კარგია, რომ დარჩა ეს კაცი, მთავარია ნეპოტიზმი არ იყოს გუნდში.
გამყრელიძე და ბოისამ უნდა დატოვონ ნაკრები, რომლებიც ძმების ავტორიტეტით არიან მანდ და ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებს უნდა დაუთმონ ადგილი.
ხომ ხედავთ, მოკლე სათადარიგო სკამის გამო წავაგეთ, ვერ შევცვალეთ ლიდერები, რომ დაესვენათ 2-3 წუთი მაინც სხვა შედეგი გვექნებოდა.
ხოლო, გერმანიამ ეს შეძლო. ჩვენნაირი დონის გუნდია, ჯგუფიან გავიდა და საფრანგეთს მოუგო მეორე ხუთეულით, როცა პირველს არ წაუვიდა სროლები, მთლიანად მეორე სასტავი გამოიყვანა და გაამართლა კიდევაც. ჩვენ კიდე, 7 კაცით ვთამაშობდით 12-ის ნაცვლად.
კაუნასიდან.
12 სექტემბერი 2017 10:21
0
ნეპოტიზმი ე.ი. ზუროსმა არ მოიყვანოს თავის ბიძაშვილ მამიდაშვილები და სხვა ნათესავები? :)))
ვაუ
12 სექტემბერი 2017 11:03
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული